• კალენდარი
  • ჩვენ შესახებ

    Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

    გაიგეთ მეტი
    • BGA-ის მოსწავლის წარმატება UCMAS-ის ეროვნულ ჩემპიონატზე

      თბილისში გამართულ UCMAS-ის ეროვნულ ჩემპიონატზე ბრიტანულ-ქართული აკადემიის მეოთხე კლასის მოსწავლემ, დემეტრემ მეორე ადგილი დაიკავა.

    • ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

      BGA-ის სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც მოსწავლეებითა და მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული, კარავთან შეკრებილ სტუმრებს არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი აჩვენა

    • IB გამოცდების შედეგები

      ამ ზაფხულს ჩვენი IB სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულების პირველმა ნაკადმა ჩააბარა გამოცდები. სიამაყით გიზიარებთ შედეგებს

    • Matilda The Musical Jr.

      ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მუსიკის საერთაშორისო თეატრისაგან ახალი მიუზიკლის დადგმის ლიცენზია მოიპოვა: Matilda The Musical Jr როალდ დალის გახმაურებულ საბავშვო წიგნზეა დაფუძნებული და სრულმეტრაჟიანი მიუზიკლის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს.

    • Lions Literary Magazine – ციფრული გამოცემის პირველი ნომერი

      Lions Literary Magazine ახალი პლატფორმაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ფართო საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები პროზაში, პოეზიაში, ფოტოგრაფიასა თუ ვიზუალურ ხელოვნებაში.

    მისია და ღირებულებები

    ბრიტანულ-ქართული აკადემიის მისიაა ნდობაზე, პატივისცემასა და ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებულ გარემოში აღზარდოს ცნობისმოყვარე, მცოდნე, მზრუნველი და ემოციური ინტელექტის მქონე ახალგაზრდები. , რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეძლებენ პრობლემების გადაჭრას, ეფექტურად ადაპტირდებიან მუდმივად განვითარებად გლობალურ სამყაროში, რათა თავიანთი პოზიტიური წვლილი შეიტანონ მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში.

    გაიგეთ მეტი
    post icon
    სკოლამდელი განათლება

    დაწვრილებით
    post icon
    დაწყებითი სკოლა

    post icon
    საბაზო სკოლა

    დაწვრილებით
    post icon
    საშუალო სკოლა

    post icon
    post icon
    კლასგარეშე პროგრამები

    დაწვრილებით
    აკადემიური პროგრამები

    ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    გაიგეთ მეტი
    საკლასო ოთახებს მიღმა

    ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რის საფუძველზეც ბავშვებს საკუთარი ინტერესების შესაბამის თემატურ კლუბებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ (სპორტი, მეცნიერება, პროგრამირება, ხელოვნება და სხვა). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და სპექტაკლებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ.

    გაიგეთ მეტი
    • 160+
      კურსდამთავრებული
    • 12+
      სპორტული ინფრასტრუქტურა
    • 50+
      კლუბი
    • 497+
      მოსწავლეთა რაოდენობა
    This site is registered on wpml.org as a development site.