გააზიარე:

ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან Carnegie Mellon-მდე

ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან Carnegie Mellon University-მდე: იოანე კვიჟინაძის გზა

როგორ იწყება გზა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტამდე? გაიცანით იოანე კვიჟინაძე – ბრიტანულქართული აკადემიის IB Diploma Programme-ის 2025 წლის კურსდამთავრებული და დღეს უკვე Carnegie Mellon University-ის Tepper School of Business-ის Business Administration and Management-ის სტუდენტი.

იოანეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ საგანმანათლებლო გარემოსა და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს.

ვიდეოინტერვიუში იოანე გვიყვება, რატომ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება სწორედ Carnegie Mellon University-ში. მისთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ძლიერი ბიზნესპროგრამა, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და ის საერთაშორისო შესაძლებლობები, რომლებსაც Carnegie Mellon სტუდენტებს სთავაზობს.

როგორ დაეხმარა IB Diploma Programme

იოანე საუბრობს, თუ როგორ დაეხმარა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებაში, არამედ კრიტიკული აზროვნების, კვლევითი და ლიდერული უნარების განვითარებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოცდილებად ის გამოყოფს:

  • Extended Essay-დამოუკიდებელ კვლევით ნაშრომს, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტის აკადემიური მოთხოვნებისთვის ამზადებს;
  • Theory of Knowledge-პროგრამის ნაწილს, რომელიც კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის გააზრების უნარს ავითარებს;
  • Creativity, Activity, Service (CAS)-გამოცდილებას, რომელიც ლიდერობას, ინიციატივასა და საზოგადოებრივ ჩართულობას აძლიერებს.

IB-ის გლობალური ჩარჩოს გასაცნობად სასარგებლოა International Baccalaureate-ის ოფიციალური რესურსი.

მხარდაჭერა უნივერსიტეტის შერჩევისა და ჩარიცხვის პროცესში

იოანე იხსენებს, რომ უნივერსიტეტების შერჩევისა და აპლიკაციების მომზადების პროცესში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პერსონალიზებული მხარდაჭერა და საუნივერსიტეტო მრჩეველთან მჭიდრო თანამშრომლობა.

მასწავლებლები და გარემო

იოანე განსაკუთრებით გამოყოფს იმ მასწავლებლებსა და გამოცდილებებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე. ბრიტანულქართულ აკადემიაში მოსწავლეებისთვის 50-ზე მეტი კლასგარეშე პროგრამა და კლუბი ფუნქციონირებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ ლიდერული უნარები და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.. სხვა არმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები იხილეთ კურსდამთავრებულების გვერდზე.

რჩევები მათთვის, ვინც წამყვან უნივერსიტეტებზე ოცნებობს

იოანეს ისტორია გვახსენებს, რომ წარმატება მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვით არ იწყება. ის იწყება იმ გარემოში, სადაც მოსწავლე სწავლობს დამოუკიდებელ აზროვნებას, პასუხისმგებლობას, ლიდერობას და საკუთარი მიზნებისკენ თანმიმდევრულ სვლას.

თუ თქვენი შვილიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაზე ოცნებობს:

  1. გაეცანით ბრიტანულქართული აკადემიის აკადემიურ პროგრამებს;
  2. გაიგეთ მეტი IB Diploma Programme-ის შესახებ;
  3. დაგეგმეთ ვიზიტი აკადემიის კამპუსში და პირადად გაეცანით იმ გარემოს, სადაც მომავალი წარმატების ისტორია იწყება.