სიახლეები

საქველმოქმედო აქცია მოხუცებულთა დასახმარებლად

30 მარ 2018
უკან
highlight photo

20 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, მეცხრე კლასის მოსწავლეების ინიციატივით, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიზნად ისახავს მოხუცთა პანსიონატში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად საკვების შეგროვებას. პანსიონატი „სიკეთის ლამპარი“ მდებარეობს ქალაქ თბილისში, სადაც უკიდურესად შეჭირვებული მოხუცები ცხოვრობენ.