2024 წლის საგაზაფხულო ბაზრობა

  • კალენდარი
  • აკადემიის STEM აქტივობებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

    ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) ორგანიზებით 14 აპრილს სასტუმრო “პარაგრაფში” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა “საგაზაფხულო ბაზრობა 2024” გაიმართა. ბაზრობა რამდენიმე სექციისგან შედგებოდა, საბავშვო კუთხეში კი ბრიტანულ-ქართული აკადემია თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

    STEM აქტივობები პატარა ვიზიტორებისათვის

    BGA-ის კუთხე მთელი დღის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებში, რაშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით ჩვენს მასწავლებლებსა და მოხალისე მოსწავლეებს, რომლებიც STEM აქტივობების დემონსტრირებაში იყვნენ ჩართულები. დღის განმავლობაში უამრავი ბედნიერი სახე ვნახეთ და აღფრთოვანებული შეძახილი მოვისმინეთ, რამაც წლევანდელი საგაზაფხულო ბაზრობა გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცია როგორც აკადემიისათვის, ისე ჩვენი კუთხის ყველა სტუმრისათვის.

    ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1996 წელს დაარსდა და მხარს უჭერს საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. ორგანიზაციის პროექტები, ძირითადად, ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა მხარდაჭერაზე,  ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების პირობების  გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულება განათლება იყო.


     

    This site is registered on wpml.org as a development site.