საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა

  • კალენდარი
  • საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა

    ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა, სადაც ევროპის, აზიისა და ამერიკის 20-მდე წამყვანი უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის: კემბრიჯის უნივერსიტეტი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი და სხვა. 

    მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის, დაფინანსების მოპოვებისა და სააპლიკაციო პროცესის შესახებ. 

    საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა

    გამოფენაში მონაწილეობდნენ მიმღები კომისიების წარმომადგენლები და კონსულტანტები საერთაშორისო განათლების საკითხებში. მიმღები კომისიების  წარმომადგენლებთან შეხვედრას  მნიშვნელოვანი როლი აქვს საუნივერსიტეტო სამზადისში — მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ პირველწყაროდან მიეღოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა:

    როგორ უნდა აირჩიო სწორი ქვეყანა სასწავლებლად?

    როგორ უნდა მოიძიო შესაფერისი უნივერსიტეტი ან პროგრამა?

    სად და როგორ უნდა გააკეთო განაცხადი?

    გამოფენა სასარგებლო აღმოჩნდა ყველა იმ მოსწავლისთვის, რომელსაც სურს, აკადემიური ჰორიზონტი გაიფართოვოს და უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღოს.

    ბრიტანულ-ქართული აკადემია მუდმივად უჭერს მხარს თავის მოსწავლეებს აკადემიური მიზნების მიღწევაში — როგორც საქართველოში, ასევე — საერთაშორისო ასპარეზზე.
     

    This site is registered on wpml.org as a development site.