აკადემიის მოსწავლეების საჩუქარი სოფელ კირცხის სკოლას

  • კალენდარი
  • აკადემიის მოსწავლეების საჩუქარი სოფელ კირცხის სკოლას

    ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ წიგნის კვირეული ლიტერატურასთან დაკავშირებული უამრავი აქტივობით აღნიშნა: ჩვენმა მოსწავლეებმა ამოხსნეს რთული ლიტერატურული თავსატეხები, გაშიფრეს ასომთავრულით დაწერილი მინიშნებები, ერთმანეთს გაუზიარეს საყვარელი ავტორები და წარმოდგენაც დადგეს.

    უამრავი სტუმარი ჰყავდა წიგნების გამოფენასაც, რომელმაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი წიგნის თაროები ახალი გამოცემებით შეევსოთ. გამოფენა წიგნებზე დისკუსიისთვისაც იდეალურ სივრცედ იქცა.

    წიგნის კვირეული აკადემიის კედლებსაც გასცდა: მოსწავლეებმა წიგნები შეუგროვეს საკუთარ თანატოლებს და საჩუქრად სამეგრელოში, სოფელ კირცხის საჯარო სკოლაში გააგზავნეს.

    “პატარებს ისეთი რეაქცია ჰქონდათ, ვერ გადმოგცემ. დიდი მადლობა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას და ყველას, ვინც ამ ყველაფრის განხორციელებაში დაგეხმარათ”, — გაგვიზიარა კირცხის სკოლის წარმომადგენელმა.

    გვჯერა, რომ ეს აქტი არა მხოლოდ ხელს უწყობს კითხვის პოპულარიზაციას, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითიცაა.

    წიგნის კვირეული დროებით დაგვემშვიდობა, თუმცა ლიტერატურული თავგადასავლები, ცხადია, კვირეულის მიღმაც გრძელდება.

    This site is registered on wpml.org as a development site.