სიახლეები

გლობალური პერსპექტივების გაკვეთილი

06 ნოე 2018
უკან
highlight photo
სულაც არ არის აუცილებელი გაკვეთილი საკლასო ოთახში ტარდებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გლობალურ პერსპექტივებზეა.

დღეს დაწყებით კლასებში გლობალური პერსპექტივების პირველი გაკვეთილები ჩატარდა. გლობალური პერსპექტივები ეფუძნება კემბრიჯის საერთაშორისო კურიკულუმს და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განივითარონ კრიტიკული აზროვნების, კვლევისა თანამშრომლობის უნარები. ინოვაციური პროგრამა აკადემიურ სწავლებას პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ კონტექსტში მოიაზრებს. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები კრიტიკულად აფასებენ ისეთ გლობალურ საკითხებს, რომელთა შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

            

გლობალური პერსპექტივების მომდევნო რამდენიმე კვირის თემა, უცხოური საჭმლის გემო, მეოთხე კლასელებმა თავად აღმოაჩინეს აკადემიის სხვადასხვა სივრცეში განთავსებული თუ დამალული მინიშნებების საშუალებით; იმსჯელეს გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე; იკვლიეს მსოფლიოს მასშტაბით საკვების ტრანსპორტირების საშუალებები და იმუშავეს საკუთარი კვლევის შედეგების გრაფიკულად წარმოჩენაზე.