GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:06  ორშაბათი 18.12.2017
 
    მთავარი მიზნები
    სასწავლო პროგრამა
    კლასგარეშე აქტივობები
  ინგლისის საზაფხულო
სკოლა
     მასწავლებლები
   
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 

ბრიტანულ–ქართული აკადემიის მიზანია მოსწავლეებს შესთავაზოს მრავალმხრივი, საინტერესო და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა წამახალისებელ და მზრუნველ გარემოში. ბრიტანულ–ქართული აკადემიის დაწყებითი სკოლის ბრიტანული საერთაშორისო პროგრამა (I-VI კლასები) შეესაბამება ინგლისისა და უელსის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. თუმცა ამასთანავე, ითვალისწინებს მზარდი საერთაშორისო და მულტიკულტურული გარემოს საჭიროებებს. ბრიტანულ–ქართული აკადემიის დაწყებითი კლასების პროგრამა წარმოადგენს ორი საერთაშორისო აღიარების მქონე პროგრამის, კემბრიჯის დაწყებითი პროგრამისა (CPP) და საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის (IPC) სინთეზს. ინგლისური, მათემატიკა და მეცნიერება ისწავლება ცალკე დისციპლინების სახით კემბრიჯის დაწყებითი პროგრამის (CPP) მიხედვით. აღნიშნული საგნები აგრეთვე ინტეგრირებულია ინტერდისციპლინურ თემატურ კურიკულუმში. სასწავლო პროგრამის დანარჩენი კომპონენტები ისწავლება საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის (IPC) მიხედვით. საინფორმაციო ტექნოლოგიები ინტეგრირებულია ყველა სასწავლო საგანსა და თემატურ პროგრამაში. ასევე ისწავლება როგორც ცალკე სასწავლო საგანი.

კემბრიჯის დაწყებითი პროგრამა (CPP)

კემბრიჯის დაწყებითი პროგრამა შემუშვებულია საერთაშორისო სკოლებისთვის და მოიცავს ძირითადი სასწავლო საგნების, ინგლისურის, მათემატიკისა და მეცნიერების სასწავლო პროგრამებს.

ჩამოტვირთეთ კემბრიჯის დაწყებითი პროგრამა ინგლისურში
ჩამოტვირთეთ კემბრიჯის დაწყებითი პროგრამა მათემატიკაში
ჩამოტვირთეთ კემბრიჯის დაწყებითი პროგრამა მეცნიერებაში

კემბრიჯის დაწყებითი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.cie.org.uk/qualifications/academic/primary/cambridgeprimary/index_html

საერთაშორისო დაწყებითი პროგრამა (IPC)

საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი მოსწავლეებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ და თემატურ სასწავლო პროგრამას, რომლის  მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნები შეესაბამება, ან აღემატება ინგლისისა და უელსის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს.

საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის მიზანია მოსწავლეებს მისცეს ინტელექტუალური და პიროვნული უნარებისა და საერთაშორისო ცნობიერების განვითარების შესაძლებლობა სწავლისა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით. ძირითად სასწავლო საგნებში ცოდნისა და უნარების განვითარებასთან ერთად საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო და ეროვნული ცნობიერების განვითარებას. ამასთანავე, საერთაშორისო დაწყებითი პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს ინტერკულტურული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის სასწავლო მიზნები განსაზღვრავს თუ რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა და რისი გაკეთება უნდა შეეძლოთ თითოეული საფეხურის დასასრულს. სასწავლო მიზნები დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად:

1. საგნობრივი მიზნები: რა უნდა იცოდნენ და რისი გაკეთება უნდა შეძლონ მოსწავლეებმა თითოეულ საგანში: ენები, მათემატიკა, მეცნიერება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა, ხელოვნება და საზოგადოება;
2. პიროვნული მიზნები: მოსწავლეებში კვლევის, ნებისყოფის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, აზროვნების, პატივისცემისა და ადაპტაციის უნარების განვითარება;
3. საერთაშორისო მიზნები: სხვადასხვა, მათ შორის საკუთარი კულტურისა და ერების შესახებ ცნობიერების ამაღლება; სხვადასხვა ქვეყნის, ხალხისა და კულტურის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება.
 

საერთაშორისო დაწყებითი პროგრამა რამდენიმე ძირითად საფეხურად იყოფა:

საფეხური 1: I-II კლასები
საფეხური 2: III-IV კლასები
საფეხური 3: V-VI კლასები
 

ჩამოტვირთეთ საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის მოდულები.

საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის http://www.internationalprimarycurriculum.com/pages/parents

ინგლისურის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები

მოსწავლეებს, რომლებისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა ყოველდღიურად უტარდებათ ინგლისურის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები. მოსწავლეთა მაღალი მიღწევების უზრუნველყოფის მიზნით ინგლისურის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები მუდმივად თანამშრომლობენ კლასის ძირითად მასწავლებლებთან.

დამატებითი ენები

მესამე კლასიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ დამატებითი ენები: რუსული, ფრანგული, ქართული, როგორც მშობლიური ენა და ქართული, როგორც მეორე ენა.

სკოლის შეფასების ფორმები

მოსწავლის მიღწევების შეფასების ფორმები მშობლებს მიეწოდებათ წელიწადში ორჯერ. მშობლებს შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებთან დეტალურად განიხილონ მოსწავლეების მიღწევები დეკემბერსა და ივნისში. ასევე მშობლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ მასწავლებლებს და განიხილონ საკუთარი შვილის აკადემიური თუ დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები.

სასწავლო გარემო

ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს პოზიტიურ და წამახალისებელ სასწავლო გარემოს.  ჩვენი საკლასო ოთახები სრულყოფილად არის აღჭურვილი წიგნებითა და სხვა სასწავლო მასალებით. ყველა საკლასო ოთახში განთავსებულია ინტერაქტიული დაფა Smartboard. მოსწავლეებისთვის, ასევე, ხელმისაწვდომია კომპიუტერების ლაბორატორია.    

 
დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION