GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:07  ორშაბათი 18.12.2017
 
    მთავარი მიზნები
    სასწავლო პროგრამა
    კლასგარეშე აქტივობები
  ინგლისის საზაფხულო
სკოლა
    მასწავლებლები
   
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
A Level პროგრამა ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში

A Level (Advanced Levels) არის წინასაუნივერსიტეტო საკვალიფიკაციო პროგრამა, რომელიც მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება. A Level თავის მხრივ ორი სასწავლო დონისგან შედგება: AS და A2. A Level პროგრამის სწავლების საშუალო ხანგრძლივობაა 2 წელი. პირველ წელს მოსწავლეები სწავლობენ 3-4 საგანს,  აბარებენ AS საკვალიფიკაციო გამოცდებს და იღებენ AS კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს. AS დონეზე მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავების მიზნით მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ A2 დონეზე. ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ A Level-ის საერთაშორისო სერთიფიკატს.

სად არის კემბრიჯის A Level აღიარებული?

კემბრიჯის A Level პროგრამა საერთაშორისოდ არის აღიარებული უნივერსიტეტების, კოლეჯების და დამსაქმებლების მიერ. ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები A Level პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს  მიღების პროცესში. A Level გამოცდებში მაღალი შეფასების მიღების შემთხვევაში, ბევრი ამერიკული უნივერსიტეტი სტუდენტებს ავტომატურად ანიჭებს გარკვეული რაოდენობის კრედიტებს.  მაგალითისთვის გთავაზობთ ინფორმაციას რამდენიმე უნივერსიტეტის შესახებ:

  • იელის უნივერსიტეტი ანიჭებს კრედიტებს A Level-ის გამოცდებში A და B შეფასების მიღების შემთხვევაში
  • ჰარვარდის უნივერსიტეტი მოითხოვს A Level-ის სერთიფიკატს სამ საგანში A და B შეფასებით
  • ბოსტონის უნივერსიტეტი ანიჭებს კრედიტებს A Level-ის გამოცდებში A, B და C  შეფასების მიღების შემთხვევაში
  • ნიუ–იორკის უნივერსიტეტი კრედიტებს A Level-ის გამოცდებში A, B და C  შეფასების მიღების შემთხვევაში
ვის შეუძლია ისწავლოს კემბრიჯის A Level პროგრამით?

კემბრიჯის A Level გათვალისწინებულია 16–18 წლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დასრულებული აქვთ IGCSE–ის სასწავლო პროგრამა და მიიღეს შეფასება A*-C მინიმუმ 5 IGCSE საგანში.

ინფორმაცია კემბრიჯის AS & ALevel პროგრამების გამოცდების შესახებ

კემბრიჯის AS და A დონის საგნობრივი პროგრამების დასრულების შემდეგ მოსწავლეები აბარებენ სტანდარტიზებულ წერით გამოცდებს. გამოცდები ბარდება ყოველი წლის ივნისსა და ნოემბერში. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის შედეგები ცნობილია აგვისტოსა და თებერვალში. გამოცდები ფასიანია და საფასურს განსაზღვრავს კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგამოცდო საბჭო ყოველი წლის სექტემბერში. გამოცდის ჩასაბარებლად მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგამოცდო საბჭოს ცენტრში (საქართველოში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში).

საბაზო და საშუალო სკოლა – სასწავლო პროგრამა – კლასგარეშე აქტივობები
ბრიტანულ–ქართული აკადემიის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობაში.
  • მოგზაურთა კლუბი
  • ჟურნალისტთა კლუბი
  • დებატების კლუბი
  • ინტელექტუალური თამაშების კლუბი
  • წიგნის კლუბი
  • ხელოვნების კლუბი
  • სამოქალაქო განათლება
  • მოსწავლეთა საბჭო
  • სკოლის ბენდი

ექსკურსიები და სასკოლო ღონისძიებები

ბრიტანულ–ქართული აკადემია რეგულარულად უწევს ორგანიზებას გასართობ და შემეცნებით ექსკურსიებს მოსწავლეებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გარდა ამისა, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსში, გამოფენასა და წარმოდგენაში. 

დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION