GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:07  ორშაბათი 18.12.2017
 
    მთავარი მიზნები
    სასწავლო პროგრამა
    კლასგარეშე აქტივობები
  ინგლისის საზაფხულო
სკოლა
    მასწავლებლები
   
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
 
IGCSE პროგრამა ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში

კემბრიჯის IGCSE (საშუალო განათლების საერთაშორისო სერთიფიკატი) საერთაშორისოდ აღიარებული საკვალიფიკაციო პროგრამაა. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, ზეპირმეტყველება, პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა და კვლევა. IGCSE–ის სერთიფიკატის მოპოვების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ, სწავლა გააგრძელონ მომდევნო დონის პროგრამებზე, როგორებიცაა A Level (განათლების საერთაშორისო  სერთიფიკატი), საერთაშორისო ბაკალავრიატი და სხვა. ზოგიერთ ქვეყანაში IGCSE საკმარისი კვალიფიკაციაა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.

კემბრიჯის IGCSE მოსწავლის მიღწევების შეფასების სანდო წყაროა და, შესაბამისად, მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით; IGCSE ინგლისურის, როგორც მეორე ენის ნიშანი (ნიშანი C და უფრო მაღალი) მიიღება ბრიტანეთის, ამერიკის, კანადისა და ავსტრალიის მრავალ უნივერსიტეტში, როგორც ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისად, მოსწავლეებს აღარ სჭირდებათ ისეთი სტანდარტიზებული ტესტების ჩაბარება, როგორიცაა TOEFL).

IGCSE პროგრამა მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება. IGCSE საგნობრივ გამოცდებს ყოველწლიურად 450 000–ზე მეტი მოსწავლე აბარებს.

 
ვის შეუძლია ისწავლოს კემბრიჯის IGCSE პროგრამით?

IGCSE გათვალისწინებულია 14–16 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის. პროგრამის სწავლების საშუალო ხანგრძლივობაა 2 წელი. სკოლას თავად შეუძლია განსაზღვროს პროგრამის სწავლების ხანგრძლივობა ადგილობრივ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თანხვედრის გათვალისწინებით. IGCSE პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლეები ფლობდნენ სათანადო ენობრივ კომპეტენციას. 

 
კემბრიჯის IGCSE პროგრამა ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში

კემბრიჯის IGCSE პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ სხვადასხვა საგანი. რეკომენდებულია, რომ მოსწავლეებმა თითოეული საგნობრივი ჯგუფიდან მინიმუმ ერთი საგანი შეარჩიონ. ბრიტანულ–ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს IGSCE პროგრამას შემდეგ საგნებში:

 
ენები
ინგლისური, როგორც მეორე ენა
ფრანგული, როგორც მეორე ენა
გერმანული, როგორც მეორე ენა
ესპანური, როგორც მეორე ენა
მათემატიკა მათემატიკა (მაღალი დონე)
მეცნიერება
ფიზიკა
ბიოლოგია
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
გეოგრაფია
ეკონომიკა
სოციოლოგია
გლობალური პერსპექტივები
ბიზნესი, შემოქმედებითი, ტექნიკური და პროფესიული საგნები
ბიზნესი
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
 
მოსწავლეები, რომლებიც IGCSE გამოცდებს ჩააბარებენ 7–ზე მეტ საგანში (ორი უცხო ენა და თითოეული საგნობრივი ჯგუფიდან ერთი საგანი), დამატებით მიიღებენ განათლების საერთაშორისო სერთიფიკატს. ჩამოტვირთეთ დეტალური ინფორმაცია განათლების საერთაშორისო სერთიფიკატის შესახებ.
 
ინფორმაცია კემბრიჯის IGCSE გამოცდების შესახებ

კემბრიჯის IGCSE საგნობრივი პროგრამების დასრულების შემდეგ მოსწავლეები აბარებენ სტანდარტიზებულ წერით გამოცდებს. გამოცდები ბარდება ყოველი წლის ივნისსა და ნოემბერში. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის შედეგები ცნობილია აგვისტოსა და თებერვალში. კემბრიჯის IGCSE გამოცდები ფასიანია. გამოცდების საფასურს განსაზღვრავს კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგამოცდო საბჭო ყოველი წლის სექტემბერში. გამოცდის ჩასაბარებლად მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგამოცდო საბჭოს ცენტრში (საქართველოში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში).

 
დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION