GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:05  ორშაბათი 18.12.2017
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
2010 წლის ოქტომბერში ბრიტანულ-ქართულ აკადემიას კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგამოცდო საბჭოს მიერ მიენიჭა კემბრიჯის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სტატუსი და კემბრიჯის  საერთაშორისო პროგრამების სწავლების უფლება დაწყებით,  საბაზო და საშუალო საფეხურებზე. კემბრიჯის საერთაშორისო კურიკულუმი მოიცავს შემდეგ პროგრამებს: დაწყებითი განათლების პროგრამა, საბაზო განათლების პროგრამა,  IGCSE და საერთაშორისო AS/A Level პროგრამა.

კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო საბჭო საერთაშორისო კვალიფიკაციების ერთ–ერთი უდიდესი პროვაიდერია მსოფლიოში. კემბრიჯის კვალიფიკაციები ფართოდ არის აღიარებული მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების მიერ. კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგამოცდო საბჭო არის კემბრიჯის შეფასების ჯგუფისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი.
www.cie.org.uk

2009 წლის აპრილში ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ბრიტანული საგამოცდო საბჭოს Edexcel-ის მიერ მიენიჭა Edexcel-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სტატუსი და IGCSE და A Level პროგრამების სწავლების უფლება.

Edexcel-ი 100 წელზე მეტია, რაც არსებობს და წარმოადგენს "Person Education"-ის, მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო ორგანიზაციის ნაწილს. Edexcel-ი არის დიდი ბრიტანეთის უდიდესი საგამოცდო ორგანიზაცია, რომელიც აკადემიურ და პროფესიულ საკვალიფიკაციო პროგრამებსა და გამოცდებს სთავაზობს ბრიტანულ და საერთაშორისო სკოლებს, კოლეჯებს, დამსაქმებლებსა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. Edexcel-ის საკვალიფიკაციო პროგრამები და სერტიფიკატები ფართოდ არის აღირებული უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ 85–ზე მეტ ქვეყანაში.
www.edexcel.com

ბრიტანულ-ქართული აკადემია არის რეჯენტის კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. რეჯენტის კოლეჯი ბავშვებს და მოზარდებს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს პოზიტიურ, ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში. რეჯენტის კოლეჯში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს, მათ შორის ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები.
www.regent.org.uk
იანვარი 2018

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION