GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  12:53  ორშაბათი 18.12.2017
 
    მთავარი მიზნები
    სასწავლო პროგრამა
    კლასგარეშე აქტივობები
  ინგლისის საზაფხულო
სკოლა
     მასწავლებლები
   
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
ჩვენი მიზანია, 6–11 წლის მოსწავლეები აღვჭურვოთ იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ–ჩვევებით, რომლებიც დაეხმარება მათ სწავლების მომდევნო საფეხურებზე წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში. მიგვაჩნია, რომ დაწყებითი საფეხურის განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის სწავლის ინტერესის, მოტივაციის, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის, თვითრწმენისა და სოციალური უნარების განვითარებაში. ამიტომ, ჩვენი მიზანია:
   
შევქმნათ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უსაფრთხო  გარემო, რომელშიც თითოეული ბავშვი შეძლებს დამკვიდრებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვან გამოვლენას;
აღვჭურვოთ მოსწავლეები თითოეული სასწავლო დისციპლინის სიღრმისეული ცოდნით;
ჩავუნერგოთ მოსწავლეებს სწავლის ინტერესი და მაღალი მოტივაცია; დავეხმაროთ მათ სწავლის მნიშვნელობის გაცნობიერებაში;
დავეხმაროთ მოსწავლეებს თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში;
აქტიურად ჩავრთოთ თითოეული მოსწავლე სწავლის პროცესში და წავახალისოთ ისინი აკადემიური მიღწევების თვალსაჩინო აღიარებით;
მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები პრობლემების მოგვარების უნარების განვითარების მიზნით;
აღვჭურვოთ მოსწავლეები სწავლის უნარ–ჩვევებით; დავეხმაროთ მათ თვითდისციპლინისა და ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში;
მაქსიმალურად შევუსაბამოთ სწავლების პროცესი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს;
ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებას;
ხელი შევუწყოთ მშობლების აქტიურ ჩართულობას ბავშვების სასწავლო პროცესში.
   
დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION