GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  13:05  ორშაბათი 18.12.2017
 
    მთავარი მიზნები
    სასწავლო პროგრამა
    აკადემიური კალენდარი
     მასწავლებლები
   
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
ბრიტანულ–ქართული აკადემიის სკოლამდელი განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის მიზანია ბავშვების მრავალმხრივი განვითარება. სასწავლო პროგრამა მოიცავს ქართულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას, მეცნიერებას, სოციალურ მეცნიერებასა და ხელოვნებას. თითოეულ სასწავლო მიმართულებაში განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა პრობლემების მოგვარება, ლოგიკური აზროვნება, მსჯელობა და შემოქმედებითობა. სკოლამდელი განათლების ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი სასწავლო მასალებით.
 
   ბავშვის განვითარების სფეროები:
მათემატიკა: რიცხვები და ანგარიში; კანონზომიერების დადგენა; გეომეტრიული ფიგურები, გარემოში არსებული ობიექტების აღქმა და საგნების სივრცითი მიმართებების დადგენა; გაზომვა; მონაცემთა შეგროვება, ორგანიზება და წარმოდგენა;
წერა, კითხვა და ზეპირი მეტყველება ინგლისურად და ქართულად;
მეცნიერება: საგნების ფიზიკური თვისებები, ცოცხალი ორგანიზმები, დედამიწა და გარემო;
სოციალური მეცნიერებები: გეოგრაფია, ადამიანები და მათი ცხოვრება, ადამიანები და გარემო, ადამიანები და წარსული;
ხელოვნება: მუსიკა, ცეკვა, დრამა, სახვითი ხელოვნება.
 
სკოლამდელი განათლების ცენტრის სასწავლო ოთახები დაყოფილია შემდეგ თემატურ ცენტრებად:
 
    ხელოვნება       ბიბლიოთეკა
    მეცნიერება       წყალი და ქვიშა
    მუსიკა       მშენებლობა
    კომპიუტერები       წარმოსახვითი თამაშები
    სათამაშოები       სამზარეულო
 
ბავშვებისთვის ასევე გამოყოფილია ეზო გასართობი სათამაშოებით და მოსასვენებელი ოთახი.
 
დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION