წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ერთობლივი დასი ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალიდან შინ მთავარი ჯილდოთი დაბრუნდა. ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი მუსიკის საერთაშორისო თეატრის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. თითოეული დასი მუსიკალური თეატრის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე Broadway Junior®️-ის რომელიმე მიუზიკლიდან 15-წუთიან პერფორმანსს წარადგენს. ჩვენმა დასმა არჩევანი High School Musical Jr-ზე შეაჩერა. უკვე […]

ბოლო სასწავლო დღე მე-12 კლასელებისათვის

მე-12 კლასელებისათვის 16 მაისი ბოლო სასწავლო დღე იყო. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა სიყვარულით გაიხსენეს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გატარებული წლები, ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო ნომინაციაში გადასცეს სერტიფიკატები და გვაჩვენეს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ქორეოგრაფიული დადგმა. ცხადია, მოსწავლეებთან დამშვიდობება ემოციური იყო, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს წინ უამრავი წარმატება ელით. მათი აკადემიური გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაგრძელდება.

შემოქმედებითი კონკურსი “ათინათი 2024”

შემოქმედებითი კონკურსი “ათინათი 2024” დასრულდა. დაჯილდოება 14 მაისს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად იყო მოწვეული ტიციან ტაბიძის შვილიშვილი ნინო ანდრიაძე, რომელიც მოსწავლეებს “ცისფერყანწელებსა” და მათი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე ესაუბრა.  ლიტერატურული კონკურსი “ათინათი” ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ყოველწლიურად დაარსების დღიდან იმართება და საკუთარი უნარების აღმოჩენის, გამოვლენისა და გამდიდრების უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც უყვარს წერა.  კონკურსი ორ […]

ფოტოკონკურსი “ბავშვობა — ყველა ფერი”

ბრიტანულ-ქართული აკადემია საშუალო საბაზო საფეხურის (მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისათვის ფოტოკონკუსს აცხადებს. კონკურსის წესები:  1. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა უნდა გადაიღონ თემატურად ბავშვობასთან დაკავშირებული ფოტოები  2. ფოტოები ხაზს უნდა უსვამდეს ბავშვობის ნათელ ასპექტებს — სიმსუბუქეს, ცნობისმოყვარეობას, თავგადასავლის წყურვილს, სილაღესა და სიმარტივეს, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპს ახასიათებს.  3. თითო მონაწილეს 1 ფოტოს წარდგენის უფლება აქვს. 4. კონკურსანტები […]

აპრილის შეჯამება

ბრიტანულ-ქართული აკადემიისათვის აპრილი საკმაოდ დატვირთული თვე იყო: საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი შემართებით დაუბრუნდნენ, ჩვენი აკადემია ისევ აახმიანეს და ხალისით ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში. ამ თვის განმავლობაში ჩვენმა მოსწავლეებმა თავი მრავალი კუთხით წარმოაჩინეს. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორი იყო აპრილი.  ამ თვეში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საუნივერსიტეტო გამოფენას და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ სასურველი […]

საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა, სადაც ევროპის, აზიისა და ამერიკის 20-მდე წამყვანი უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის: კემბრიჯის უნივერსიტეტი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი და სხვა.  მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის, დაფინანსების მოპოვებისა და სააპლიკაციო პროცესის შესახებ.  საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა გამოფენაში მონაწილეობდნენ მიმღები კომისიების წარმომადგენლები და კონსულტანტები […]

2024 წლის საგაზაფხულო ბაზრობა

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) ორგანიზებით 14 აპრილს სასტუმრო “პარაგრაფში” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა “საგაზაფხულო ბაზრობა 2024” გაიმართა. ბაზრობა რამდენიმე სექციისგან შედგებოდა, საბავშვო კუთხეში კი ბრიტანულ-ქართული აკადემია თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან ერთად იყო წარმოდგენილი. STEM აქტივობები პატარა ვიზიტორებისათვის BGA-ის კუთხე მთელი დღის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებში, რაშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით ჩვენს მასწავლებლებსა და მოხალისე მოსწავლეებს, რომლებიც STEM აქტივობების დემონსტრირებაში […]

IB DP — სახვითი ხელოვნების გამოფენა

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის (DP) მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. სახვითი ხელოვნების პროექტების შექმნაზე ჩვენმა მოსწავლეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადახვა სტილში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის: ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, ციფრული ხელოვნება და სხვა. ნაშრომებში ჩანდა თითოეული მოსწავლის დახვეწილი ტექნიკური უნარები და რაც მთავარია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული […]

აკადემიის მოსწავლეების საჩუქარი სოფელ კირცხის სკოლას

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ წიგნის კვირეული ლიტერატურასთან დაკავშირებული უამრავი აქტივობით აღნიშნა: ჩვენმა მოსწავლეებმა ამოხსნეს რთული ლიტერატურული თავსატეხები, გაშიფრეს ასომთავრულით დაწერილი მინიშნებები, ერთმანეთს გაუზიარეს საყვარელი ავტორები და წარმოდგენაც დადგეს. უამრავი სტუმარი ჰყავდა წიგნების გამოფენასაც, რომელმაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი წიგნის თაროები ახალი გამოცემებით შეევსოთ. გამოფენა წიგნებზე დისკუსიისთვისაც იდეალურ სივრცედ იქცა. წიგნის კვირეული აკადემიის კედლებსაც გასცდა: […]

Black Sea Games 2024

ბრიტანულ-ქართული აკადემია Black Sea Games 2024-ის მთავარი გამარჯვებულია. Black Sea Games ყოველწლიური სპორტული ღონისძიებაა, რომელშიც გუნდები ერთმანეთს კალათბურთში, ფეხბურთსა და ფრენბურთში ეჯიბრებიან ტურნირის შემაჯამებელი თასებისთვის. ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის (BIST) მხარდამხარ თურქეთის ორი სკოლაც (BES Ankara და MEF Istanbul) იბრძოდა გამარჯვებისთვის. BGA ზოგადი გამარჯვებული გახდა. BIST- პირველი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, BIST […]