როგორ მიიღო ალმუჰამედმა ექვსი უნივერსიტეტის შეთავაზება და UMass Amherst-ში სწავლის უფლება
შეუძლია თუ არა თბილისში მიღებულ განათლებას, მოსწავლეს ამერიკის უნივერსიტეტისკენ გზა გაუხსნას და სოლიდური სტიპენდიაც მოაპოვებინოს? გაიცანით ალმუჰამედ კანატ კურმანგაზული – ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) მოსწავლე, რომელიც სწავლას აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, University of Massachusetts Amherst-ში გააგრძელებს.
ალმუჰამედის ისტორია კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სასწავლო გარემო, ძლიერი აკადემიური პროგრამა და ის მხარდაჭერა, რომელსაც სკოლა მოსწავლეს უმაღლეს განათლებაზე გადასვლისას უწევს.
| ჯამური შედეგი
ალმუჰამედმა UMass Amherst-ისგან $36,000-იანი სტიპენდია მოიპოვა, სხვადასხვა უნივერსიტეტისგან შეთავაზებულმა სტიპენდიებმა კი ჯამში $120,000 შეადგინა. |
UMass Amherst – ამერიკის წამყვანი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი
University of Massachusetts Amherst (UMass Amherst) მასაჩუსეტსის შტატის საუნივერსიტეტო სისტემის მთავარი კამპუსი და ახალი ინგლისის (New England) რეგიონის უდიდესი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტია. ის 1863 წელს დაარსდა; დღეს აქ 30,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, 100-ზე მეტი საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს და ძლიერი კვლევითი ბაზაა.
U.S. News & World Report-ის რეიტინგებში UMass Amherst წლებია ქვეყნის ოც საუკეთესო საჯარო უნივერსიტეტს შორისაა და მაღალი ადგილები უკავია ბიზნესის, ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და სხვა მიმართულებებით. უნივერსიტეტის რეიტინგებსა და აკადემიურ მაჩვენებლებზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ U.S. News-ის პლატფორმაზე.
აღიარება არაერთი უნივერსიტეტისგან
ბრიტანულ-ქართული აკადემიის IB სადიპლომო პროგრამის ფარგლებში მიღებულმა განათლებამ ალმუჰამედს, ისევე როგორც აკადემიის სხვა ასეულობით მოსწავლეს, გზა არაერთი პრესტიჟული სასწავლებლისკენ გაუხსნა. ჩარიცხვის შეთავაზება მან შემდეგი უნივერსიტეტებისგან მიიღო:
აშშ
- University of Massachusetts Boston – $72,000-იანი სტიპენდია
- San Diego State University
- University of North Carolina Wilmington
- University of Rhode Island
ყაზახეთი
- Nazarbayev University
- De Montfort University Kazakhstan – $12,000-იანი სტიპენდია
რა როლი შეასრულა IB სადიპლომო პროგრამამ
ალმუჰამედის წარმატების საფუძველი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაა, IB-ს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები აღიარებენ. პროგრამა მოსწავლეს არა მხოლოდ ღრმა აკადემიურ ცოდნას სთავაზობს, არამედ კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებლად კვლევასა და ლიდერობას ასწავლის. განსაკუთრებით ღირებულია პროგრამის სამი კომპონენტი:
- Extended Essay – დამოუკიდებელი კვლევითი ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს უნივერსიტეტის აკადემიური მოთხოვნებისთვის ამზადებს;
- Theory of Knowledge (TOK) – კურსი, რომელიც კრიტიკულ აზროვნებას და ცოდნის ბუნებაზე დაფიქრებას ასწავლის;
- Creativity, Activity, Service (CAS) – გამოცდილება, რომელიც მოსწავლეში ინიციატივას, შემოქმედებითობასა და საზოგადოებრივ ჩართულობას ავითარებს.
IB პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ International Baccalaureate-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მხარდაჭერა უნივერსიტეტის შერჩევისა და ჩარიცხვის პროცესში
ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა მრავალეტაპიანი პროცესია: უნდა შეარჩიო უნივერსიტეტები, მოამზადო სამოტივაციო წერილები და გააკეთო განაცხადი სტიპენდიასა თუ ფინანსურ მხარდაჭერაზე. ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლე ამ გზას მარტო არ გადის – ყოველ ეტაპზე მას საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდი ეხმარება და ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს. აკადემიურ სიძლიერესთან ერთად, სწორედ აღნიშნული მიდგომის შედეგია ალმუჰამედს წარმატება და მრავლობითი დადებითი პასუხი სხვდასხვა უნივერსიტეტისგან.
გარემო, სადაც პოტენციალი ვლინდება
აკადემიურ მიღწევებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც მოსწავლე იზრდება. ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 20-ზე მეტი კლასგარეშე პროგრამა და კლუბია – აქ მოსწავლეები საკუთარ ინტერესებს აღმოაჩენენ, ლიდერობას სწავლობენ და შესაძლებლობებს სრულად ავლენენ. სხვა კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიები იხილეთ კურსდამთავრებულების გვერდზე.
რჩევები მათთვის, ვინც წამყვან უნივერსიტეტებზე ოცნებობს
ალმუჰამედის მაგალითი გვახსენებს, რომ წარმატება მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვით არ იწყება – ის გაცილებით ადრე, იმ გარემოში იწყება, სადაც მოსწავლე დამოუკიდებლად აზროვნებას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი მიზნისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ეჩვევა. თუ თქვენი შვილიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაზე ოცნებობს:
- გაეცანით ბრიტანულ-ქართული აკადემიის აკადემიურ პროგრამებს;
- გაიგეთ მეტი IB სადიპლომო პროგრამის შესახებ;
- დაგეგმეთ ვიზიტი აკადემიის კამპუსში და საკუთარი თვალით ნახეთ გარემო, სადაც მომავალი წარმატების ისტორიები იწყება.
ვულოცავთ ალმუჰამედს ამ წარმატებას და საინტერესო, ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ აშშ-ში!