გააზიარე:

ვიზიტი CERN-სა და ჟენევაში

თებერვალი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გასვლითი ღონისძიებებით იყო დატვირთული – ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქი ჟენევა და მოინახულეს ბირთვული კვლევების ცენტრი ცერნში.

ცერნის ტურის ფარგლებში შევხვდით ცერნში მიმდინარე ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტის, „ატლასიის” ხელმძღვანელ ირაკლი მინაშვილს, რომელმაც მიმდინარე ექსპერიმენტების შესახებ მოგვითხრო. აგრეთვე დაათვალიერეს ინტერაქციული, პრაქტიკული ექსპერიმენტებით სავსე დარბაზები.

ჟენევაში ყოფნისას კი ვეწვიეთ წითელი ჯვრისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მუზეუმებს.