გააზიარე:

Disney’s Aladdin Jr

2023 წლის Junior Theater Festival-ში, ბრიტანულ-ქართული აკადემიის თეატრალურმა დასმა, წელს მესამედ, ახალი ლიცენზირებული სპექტაკლით, Aladdin Jr.-ით მიიღო მონაწილეობა. 

ამ საერთაშორისო ფესტივალს Broadway Jr.-ი დიდ ბრიტანეთში, ბირმინჰემში ყოველწლიურად მართავს. ჩვენი წლევანდელი ვიზიტი კი ნამდვილად იყო დასამახსოვრებელი – იგი უდიდესი წარმატებით დასრულდა! ბრიტანულ-ქართული აკადემიის დასმა ბროდვეის მსახიობების მიერ დაკომპლექტებული ჟიურის 4 ნომინაციიდან ერთ-ერთი, “Achievement in Ensemble”-ის ჯილდო მიიღო. 

თუმცა, ეს ყველაფერი არი არის! ჩვენი 2 მოსწავლე All-star გუნდისთვისაც შეარჩიეს. მათ ბროდვეის მსახიობებმა ინდივიდუალური ვორკშოპები ჩაუტარეს, რის შემდეგაც Junior theatre festival-ის დიდ სცენაზე დამოუკიდებელ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა. 

ეს პრიზები და აღიარება განსაკუთრებით საამაყოა იმიტომ, რომ ფესტივალში მონაწილეობას ძირითადად ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა თეატრალური სკოლა იღებს. ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ქართველი მაყურებლისთვის ბროდვეის ლიცენზიირებული მიუზიკლები არაერთხელ წარუდგენია:, Peter Pan Jr., Susical Jr., და Alice in Wonderland Jr.. 

პრიზიორი მიუზიკლი, Broadway Jr.-ის Aladdin Jr. ბირმიჰემიდან თბილისში,  მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარვადგინეთ. 

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა, რითაც სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კეთილ საქმეში და ბენეფიციარებს დაეხმარნენ.