კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობისას, ბავშვებს სხვადასხვა უნარის აღმოჩენის, საკუთარ ძალებში დარწმუნების, ახალი მეგობრების შეძენისა და თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება ეძლევათ. სპორტის გუნდური სახეობები როგორებიცაა: ფეხბურთი, რაგბი და კალათბურთი, არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტიურობისთვის. მათი მეშვეობით, ბავშვები სწავლობენ გუნდური მუშაობის პრინციპებსა და მნიშვნელობას, ასევე – როგორ იზეიმონ გამარჯვება და ღირსეულად შეეგებონ დამარცხებას. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ან ახალი ენის შესწავლით, ბავშვებს გამოუმუშავდებათ შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობისა და მოთმინების უნარები. ხელოვნებისა და ხელგარჯილობის აქტივობები ბავშვებს შემოქმედებითი უნარების აღმოჩენის საშუალებას აძლევს. კარატესა და ცეკვის კლუბებში მონაწილეობა მოსწავლეებს ასწავლის დისციპლინასა და აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას. პროგრამირებისა და ინჟინერიის კლუბები ბავშვებს უვითარებს შემოქმედებით აზროვნებას და აძლევს შესაძლებლობას გაიაზრონ, თუ როგორ ფუნქციონირებს მრავალი რამ ჩვენს სამყაროში ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენი მოლოდინია, რომ მოსწავლეები არამხოლოდ მომხმარებლები, არამედ ტექნოლოგიების შემქმნელებიც იქნებიან მომავალში.
ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც ფუნქციონირებს კვირის დღეებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. კლასგარეშე აქტივობების პროგრამები იცვლება წლიდან წლამდე და დამოკიდებულია მოსწავლეების ჩართულობის ხარისხსა და მათ ინტერესებზე. მოსწავლეები რეგისტრირდებიან კლასგარეშე აქტივობებზე ყოველი სემესტრის დასაწყისში.
ნიმუშის სახით წარმოგიდგენთ აქტივობების ჩამონათვალს, რაც დროდადრო იცვლება მოთხოვნის შესაბამისად:
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მეგობრული გარემოა, სადაც მოსწავლეებს შემოქმედებით სასწავლო პროცესში მონაწილეობა ყოველდღე უხარიათ.
ლალი გელაშვილი