პირველკლასელების საზეიმო მიღება

  • კალენდარი
  • პირველკლასელების საზეიმო მიღება

    სწავლის დაწყების დღე ნებისმიერი კლასის მოსწავლისთვისაა ამაღელვებელი, თუმცა, პირველკლასელების შემთხვევაში, სულ სხვა ემოციებთან დ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. თანაც, ეს დღე ემოციურია როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისთვისაც. 

    სწორედ ამიტომ, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში შევიმუშავეთ პრაქტიკა, რომელიც ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესის გამარტივებაში და გახალისებაში გვეხმარება. წელსაც, პირველკასელებს სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საზეიმოდ შევხვდით. მშობლებთან ერთად გავაცანით ახალი მასწავლებლები და თანაკლასელები, დავათვალიერებინეთ საკლასო ოთახები და ჩვენი კაფეტერიის მიერ დამზადებული ორცხობილებით გავუმასპინძლდით.

    მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიურად გვაჩვენებენ, რომ წინასწარი შეხვედრების შემდეგ, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ემოციურად ბევრად უმარტივდებათ სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლა და უმტკიცდებათ ფსიქოლოგიური მზაობა.

    This site is registered on wpml.org as a development site.