გამარჯვება Junior Theater Festival 2025-ზე
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის ერთობლივი დასი ბირმინჰემში გამართული Junior Theater Festival-დან საუკეთესო ქორეოგრაფიის კატეგორიაში ჯილდოთი დაბრუნდა. ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა საერთაშორისო აუდიტორიას Matilda The Musical Jr-დან ამონარიდი წარუდგინეს, რომელსაც პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური და დამსწრე საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეხვდა
ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეები დაესწრნენ West End-ის ვორქშოფს, ნახეს საკულტო მიუზიკლები და პროფესიონალების მხარდამხარდ მუშაობით დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს. გარდა თეატრალური აქტივობებისა, ჯგუფმა მოინახულა ლონდონის ღირსშესანიშნაობები: Madame Tussauds, Marvel Universe 4D, Regent’s Park, Queen Mary’s Gardens და Royal Academy of Music Museum.განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს ვარსკვლავებს — ალექსანდრესა და ანასტასიას, რომლებმაც All-Star სტატუსი მოიპოვეს და ფესტივალის დასკვნით კონცერტზე სხვა ქვეყნებიდან გამორჩეულ მოსწავლეებთან ერთად შეასრულეს ნომერი.
11 და 12 ივნისს თეატრ-სახელოსნო 42-ში ამ საოცარ წარმოდგენას ქართველი მაყურებელიც იხილავს.




















