ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი

  • კალენდარი
  • vacancy image
    ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი
    Full-time
    Tbilisi
    Leo Kvatchadze 17
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon Deadline: 23 დეკემბერი
    ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. 

    ფუნქცია-მოვალეობები:

    • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
    • მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
    • დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიების მიხედვით კონტენტგეგმის შემუშავება და აღსრულება (Instagram, Facebook, Linkedin, Youtube); 
    • ბრიტანულ-ქართული აკადემიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, Youtube, LinkedIn მართვა): კონტენტის შერჩევა და განთავსება;
    • კოლაბორაცია დიზაინერთან და ფროდაქშენ გუნდთან მაღალი ხარისხის კონტენტის შესაქმნელად (ნიუსლეთერები, ვიდეოები, სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მასალები);
    • ციფრული კამპანიების მართვა (Google Ads, Meta Ads), ოპტიმიზება, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
    • შემოსულ წერილებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება, გამომწერებთან თანმიმდევრული კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბრენდის ტონის გათვალისწინებით; 
    • მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად ტექსტური მასალების მომზადება (ქოფირაითინგი) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • ვიდეო კონტენტისათვის სცენარებზე მუშაობა;
    • ციფრულ/სოციალურ არხებში ახალი მიდგომების, ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება. 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • უმაღლესი განათლება – სასურველია მარკეტინგში ან მომიჯნავე სფეროში;
    • ციფრულ მარკეტერად ან კონტენტ მენეჯერად მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება;
    • Google Ads, Google Analytics, Meta Business Suite & AD Manager, LinkedIn Campaign Manager, SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება;
    • Google Workspace-ის საფუძვლიანი ცოდნა (Docs, Sheets, Slides), CMS პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., WordPress, Drupal);
    • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში;
    • Adobe Creative Suite-ის, Canva-ს ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
    • ქართული და ინგლისური ენების საფუძვლიანი ცოდნა;
    • სტრატეგიული აზროვნება, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბერს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი. ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით. გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ. ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
    დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშავოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის.
    თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon ვადა: 23 დეკემბერი
    This site is registered on wpml.org as a development site.