სკოლის ექიმი

  • კალენდარი
  • vacancy image
    სკოლის ექიმი
    სრული განაკვეთი
    თბილისი
    ლეო კვაჭაძის 17
    clock-icon სრული განაკვეთი
    location-icon თბილისი
    home-icon ლეო კვაჭაძის 17
    calendar-icon Deadline: 31.05.2024
    სკოლის ექიმი

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს სკოლის ექიმის პოზიციაზე.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    • მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან აკადემიის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა)
    • მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (აკადემიის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
    • სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში.
    • მოახდინოს იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა. შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს ის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;
    • საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:
    • გაატაროს საჭირო ღონისძიებები აკადემიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;
    • განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა;
    • გაუწიოს ზედამხედველობა აკადემიაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას;
    • დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი
    • საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს
    • ამ წესით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: ა) „პედიატრია“; ბ) „საოჯახო მედიცინა“; გ) „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“
    • ზემოთ აღნიშნული სპეციალობებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
    • ინგლისური ენის ცოდნა;
    • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
    • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
    • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
    • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
    • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
    • კომუნიკაბელურობა
    • გუნდური მუშაობის უნარი
    • მაღალი ორგანიზაციული კულტურა
    • გადაწყვეტილების მიღების უნარი
    • კეთილგანწყობა და თავაზიანი მოპყრობის უნარი
    • აქტიური მოსმენის უნარი

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან/და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისს. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სკოლის ექიმი“. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

    მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
    თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

     

    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon სრული განაკვეთი
    location-icon თბილისი
    home-icon ლეო კვაჭაძის 17
    calendar-icon ვადა: 31.05.2024
    This site is registered on wpml.org as a development site.