ბრიტანულ-ქართული აკადემია 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის (დაწყებით საფეხური) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლებიისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფა;
- მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
- მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
- კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
- აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
- სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
- მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
- მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბერი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ინგლისური ენის მასწავლებელი“ გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის” ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშავოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.