მათემატიკის მასწავლებელი

  • კალენდარი
  • vacancy image
    მათემატიკის მასწავლებელი
    სრული განაკვეთი
    თბილისი
    ლეო კვაჭაძის 17
    clock-icon სრული განაკვეთი
    location-icon თბილისი
    home-icon ლეო კვაჭაძის 17
    calendar-icon Deadline: 18.05.2024
    მათემატიკის მასწავლებელი

    ბრიტანულ-ქართული აკადემია 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    • მოსწავლებიისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფა;
    • მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
    • მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
    • კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
    • მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
    • აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    • ინგლისური ენის ცოდნა; 
    • შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
    • სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
    • მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
    • მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილს. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მათემატიკის მასწავლებელიგასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

    თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon სრული განაკვეთი
    location-icon თბილისი
    home-icon ლეო კვაჭაძის 17
    calendar-icon ვადა: 18.05.2024
    This site is registered on wpml.org as a development site.