ICT მასწავლებელი

  • კალენდარი
  • vacancy image
    ICT მასწავლებელი
    სრული განაკვეთი
    თბილისი
    ლეო კვაჭაძის 17
    clock-icon სრული განაკვეთი
    location-icon თბილისი
    home-icon ლეო კვაჭაძის 17
    calendar-icon Deadline: 18.05.2024
    ICT მასწავლებელი

    ბრიტანულ-ქართული აკადემია 2023-2024 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მასწავლებლის პოზიციაზე.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    • აკადემიის სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო პროგრამების, მათ შორის სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების სწავლება;
    • სწავლისა და სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და  ტექნოლოგიების გამოყენება;
    • პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
    • მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
    • კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
    • აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
    • შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
    • სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
    • მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
    • მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილს. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მასწავლებელი. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

    თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon სრული განაკვეთი
    location-icon თბილისი
    home-icon ლეო კვაჭაძის 17
    calendar-icon ვადა: 18.05.2024
    This site is registered on wpml.org as a development site.