Maker Faire ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ British International School of Tbilisi -თან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Maker Faire-ს უმასპინძლა. ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 30-ზე მეტ ინტერაქციულ აქტივობაში ჩართულიყვნენ: ემართათ დრონები, მოერგოთ ვირტუალური რეალობის სათვალეები და საკუთარი რობოტებიც შეექმნათ. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში წვლილი შეიტანეს BGA-ის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, რომლებიც უმცროს მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობისას მხარდაჭერას მოხალისეობრივად უწევდნენ.
BGA-ისა და BIST-ის ერთობლივი გუნდი “რა? სად? როდის?”-ში მეორე ადგილზე გავიდა

SEU-ში ბიზნესის კლუბის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?‘’ ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის (BIST)-ის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლის 200- მდე მოსწავლე მონაწილეობდა. პირველი ადგილის მფლობელი სსიპ ქ. ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. ჟიურის წევრები საქართველოს […]