2024 წლის საგაზაფხულო ბაზრობა

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) ორგანიზებით 14 აპრილს სასტუმრო “პარაგრაფში” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა “საგაზაფხულო ბაზრობა 2024” გაიმართა. ბაზრობა რამდენიმე სექციისგან შედგებოდა, საბავშვო კუთხეში კი ბრიტანულ-ქართული აკადემია თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან ერთად იყო წარმოდგენილი. STEM აქტივობები პატარა ვიზიტორებისათვის BGA-ის კუთხე მთელი დღის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებში, რაშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით ჩვენს მასწავლებლებსა და მოხალისე მოსწავლეებს, რომლებიც STEM აქტივობების დემონსტრირებაში […]