მოდელირების კონფერენცია CAUMUN 2025 ბრუნდება

18–20 ოქტომბერს საგანმანათლებლო ღონისძიება CAUMUN 2025 (Caucasus Model United Nations) თბილისში კვლავ გაიმართება. წელს კონფერენციას მასპინძლობენ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT) და ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 450-ზე მეტი დელეგატი და 30-ზე მეტი სკოლა. ჩატარების ადგილი: BGA-ისა და GZAAT-ის კამპუსებში, ლისის ტბის მიმდებარედ. ვინ შეუძლია რეგისტრაცია? რეგისტრაცია ღიაა IX-XII კლასების მოსწავლეთათვის. მონაწილეობა სრულად […]