BGA VS BIST მეგობრული საფეხბურთო მატჩი

ახალი საფეხბურთო სეზონი ბრიტანულ-ქართული აკადემიის გუნდისათვის გამარჯვებით დაიწყო — დაძაბულ თამაშში BIST-ის გუნდი 4:3 დავამარცხეთ. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მოთამაშეებმა ძალა არ დაიშურეს, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები გაეხარებინათ. მეგობრული მატჩები შესანიშნავი შესაძლებლობაა მეგობარ სკოლებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და მომავალში მათგან კიდევ უფრო საინტერესო მატჩებს ველოდებით! View this post on Instagram A […]
პრაქტიკული სესია მასწავლებლებისთვის

21 მაისს დაწყებითი საფეხურისა და სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებლები დაესწრნენ პრაქტიკულ სესიას — Talk for Writing, რომელსაც თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის წიგნიერების კოორდინატორი საიმონ რუნი უძღვებოდა. სესიაზე ყურადღება გამახვილებული იყო საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მიდგომაზე Talk For Writing მოსწავლეებში წიგნიერების გასაუმჯობესებლად. წერითი უნარებისათვის საფუძვლის ჩაყრა საუბრის გზით საუბარი წერისთვის მიდგომის თანახმად, იმისთვის, რომ ბავშვმა წეროს, ჯერ […]