საქველმოქმედო ინიციატივა რეგიონის სკოლების მხარდასაჭერად

როგორც იცით, შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრების ძალისხმევის შედეგად 10 800 ლარი შევაგროვეთ. ამ თანხით სკოლამ სხვადასხვა ტექნოლოგიური აჭურვილობა (პროექტორი, პრინტერი, ხმის გამაძლიერებელი, სინთეზატორი და ა.შ)  შეუძინა მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფელ წერაქვის საჯარო სკოლებს, რითაც ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდას.  ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობის შედეგად სხვა მოსწავლეებსაც […]

შემოდგომის ფესტივალი

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითმა საფეხურმა ერთობლივად აღნიშნა შემოდგომის ფესტივალი, რომელიც გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვით დასრულდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, კვირის განმავლობაში მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემოქმედებით და საქველმოქმედო აქტივობებში, როგორებიცაა: ნახატების გამოფენა, ლიტერატურული ესეების მომზადება, გამოყენებული სათამაშოების შეგროვება და  საშემოდგომო აქსესუარების დაზადება. 1-ელ ნოემბერს მშობლების მონაწილეობით გაიმართა მოსწავლეების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალისხმევით 10,800 ლარი შეგროვდა. სკოლა ამ […]

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

შაბათს, 28 სექტემბერს, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ კიდევ ერთხელ იყო წარმოდგენილი ილიაუნის ყოველწლიურ სამეცნიერო პიკნიკზე. BGA-ის სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც მოსწავლეებითა და მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული, კარავთან შეკრებილ სტუმრებს არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი აჩვენა. მათ შორის ყველაზე პოპულარული მაგნიტურ ველში ჭანჭიკების სვეტის გაწონასწორება და ვაკუუმ ბაზუკა აღმოჩნდა. ექსპერიმენტის მონაწილეები ჩართულობისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ უკვე ტრადიციად ქცეული პიკნიკის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია […]

Matilda The Musical Jr.

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მუსიკის საერთაშორისო თეატრისაგან ახალი მიუზიკლის დადგმის ლიცენზია მოიპოვა: Matilda The Musical Jr როალდ დალის გახმაურებულ საბავშვო წიგნზეა დაფუძნებული და სრულმეტრაჟიანი მიუზიკლის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს. Matilda the Musical Jr მოგვითხრობს არაჩვეულებრივ გოგონაზე, რომელიც გამორჩეული გონებისა და საოცარი წამოსახვის უნარით ახერხებს, საკუთარი ბედისწერა შეცვალოს.  მიუზიკლის პრემიერა West End-ის თეატრებში 2011 წელს, ბროდვეიზე კი — 2013 […]

INSET: პროფესიული განვითარების დღეები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ცოტა ხნის წინ ყოველწლიური INSET (სამსახურში განათლებისა და ტრენინგის) დღეები დაასრულა. INSET, რომელსაც ხშირად უწოდებენ პერსონალის განვითარებას ან უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ეფექტური განათლების ფუნდამენტური კომპონენტია. INSET-ის ფარგლებში ჩატარებული პროფესიული განვითარების სემინარების მიზანია, მასწავლებლები უახლესი სასწავლო მიდგომების შესახებ ცოდნით აღჭურვოს და ხელი შეუწყოს სკოლის აკადემიურ განვითარებას. 2024-25 აკადემიური წლის INSET თემების ფართო სპექტრს მოიცავდა, […]

ბრიტანულ-ქართული აკადემია დასაქმების ფესტივალზე

HR hub–ის ორგანიზებით 14 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბრიტანულ-ქართული აკადემიაც იყო წარმოდგენილი. კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, სამსახურის მაძიებლებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ კომპანიების წარმომადგენლებს და მათგან მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიებისა თუ კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში არსებულ ღია პოზიციებს და გასაუბრებოდნენ ჩვენი […]

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთიდან აღტაცებულები დაბრუნდნენ. მოსწავლეებმა გაიარეს გრიგოლ ხანძთელის განვლილი გზა და მოინახულეს უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. მოსწავლეებს მეგზურობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალიშვილი უწევდა მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იშხნის ტაძარმა და მდინარე პარხლის ხეობამ.

საზაფხულო ბანაკი 2024

ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით,  4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სამი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე ინგლისურ ენაზე წარიმართება. საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 550 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, ლანჩი, სამხარი და […]

ფოტოკონკურსი “ბავშვობა — ყველა ფერი”

ბრიტანულ-ქართული აკადემია საშუალო საბაზო საფეხურის (მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისათვის ფოტოკონკუსს აცხადებს. კონკურსის წესები:  1. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა უნდა გადაიღონ თემატურად ბავშვობასთან დაკავშირებული ფოტოები  2. ფოტოები ხაზს უნდა უსვამდეს ბავშვობის ნათელ ასპექტებს — სიმსუბუქეს, ცნობისმოყვარეობას, თავგადასავლის წყურვილს, სილაღესა და სიმარტივეს, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპს ახასიათებს.  3. თითო მონაწილეს 1 ფოტოს წარდგენის უფლება აქვს. 4. კონკურსანტები […]

აპრილის შეჯამება

ბრიტანულ-ქართული აკადემიისათვის აპრილი საკმაოდ დატვირთული თვე იყო: საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი შემართებით დაუბრუნდნენ, ჩვენი აკადემია ისევ აახმიანეს და ხალისით ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში. ამ თვის განმავლობაში ჩვენმა მოსწავლეებმა თავი მრავალი კუთხით წარმოაჩინეს. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორი იყო აპრილი.  ამ თვეში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საუნივერსიტეტო გამოფენას და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ სასურველი […]