სკოლამდელი განათლების ცენტრის გამოშვების ცერემონია

Ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სკოლამდელი განათლების ცენტრის მოსწავლეების გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. Საფეხურის ხელმძღვანელმა, ბატონმა თემომ ჩვენს პატარებსა და მათ მშობლებს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება, ახალ აკადემიურ საფეხურზე გადასვლა და წარმატება უსურვა მათ შემდგომ ეტაპებზე. Მოსწავლეებს გადაეცათ საფეხურის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.  Ცერემონია საზეიმოდ წარიმართა მოსწავლეების მიერ მომზადებული სიმღერისა და ქუდების აყრის ფონზე. 

Disney’s Aladdin Jr

2023 წლის Junior Theater Festival-ში, ბრიტანულ-ქართული აკადემიის თეატრალურმა დასმა, წელს მესამედ, ახალი ლიცენზირებული სპექტაკლით, Aladdin Jr.-ით მიიღო მონაწილეობა.  ამ საერთაშორისო ფესტივალს Broadway Jr.-ი დიდ ბრიტანეთში, ბირმინჰემში ყოველწლიურად მართავს. ჩვენი წლევანდელი ვიზიტი კი ნამდვილად იყო დასამახსოვრებელი – იგი უდიდესი წარმატებით დასრულდა! ბრიტანულ-ქართული აკადემიის დასმა ბროდვეის მსახიობების მიერ დაკომპლექტებული ჟიურის 4 ნომინაციიდან ერთ-ერთი, “Achievement in Ensemble”-ის ჯილდო […]

International Student Research Symposium II

ყურადღება! იწყება მოსწავლეთა მეორე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. თარიღი: 2023 წლის 13 ოქტომბერიჩატარების ადგილი: ბრიტანულ-ქართული აკადემიის კამპუსი, თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 ნომერი (ლისის ტბის მიმდებარედ) ბრიტანულ-ქართული აკადემია და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა სიამაყით წარმოგიდგენთ მოსწავლეთა რიგით მეორე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმს! ვიწვევთ საშუალო სკოლის მოსწავლეებს (14 წლის ან ზემოთ) ამ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. […]