ილიაუნის Სამეცნიერო პიკნიკი 2023

ილიაუნის 30-ე საიუბილეო სამეცნიერო პიკნიკზე წელს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 15 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა მოსწავლეებმა ინტერაქციული, სახალისო და შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინეს, რომელთაგან ყველაზე პოპულარულიც ბაზუკა და ტყლარწის დამზადება აღმოჩნდა. აკადემიის კარავში მოსულ სტუმრებს აოცარი ექსპერიმენტების გარდა, ჩვენი ორცხობილებითა და სამახსოვრო საჩუქრებით გავუმასპინძლდით.
2022-23 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების წარმატება

ბრიტანულ-ქართულ აკადემიის კურსდამთავრებულთა უმეტესობას გეზი ყოველთვის ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისკენ აქვთ აღებული. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და 2022-2023 წლის გამოშვების მოსწავლეებსაც მივულოცეთ ისეთ უნივერსიტეტებში მოხვედრა, როგორებიცაა: გარდა ჩარიცხვისა, წინა წლის მე-12 კლასელების უმეტესობამ სასწავლო გრანტებიც მოიპოვა.
ახალი აკადემიური დირექტორი
ღია კარის დღეები

სასწავლო პროცესის, ჩვენი მიზნებისა და ამოცანების გამჭვირვალობა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეებსა და მშობლებს აკადემიაში ვიწვევთ პირად თუ საჯარო შეხვედრებზე, სადაც დამსწრეებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ აკადემიურ გუნდსა და შეკითხვებიც დაუსვან მათ. წლევანდელი ღია კარის დღე განსაკუთრებული იყო, რადგანაც წელს კარგად ნაცნობ მასწავლებლებთან ერთად, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე ახალი აკადემიური […]
პირველკლასელების საზეიმო მიღება

სწავლის დაწყების დღე ნებისმიერი კლასის მოსწავლისთვისაა ამაღელვებელი, თუმცა, პირველკლასელების შემთხვევაში, სულ სხვა ემოციებთან დ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. თანაც, ეს დღე ემოციურია როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისთვისაც. სწორედ ამიტომ, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში შევიმუშავეთ პრაქტიკა, რომელიც ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესის გამარტივებაში და გახალისებაში გვეხმარება. წელსაც, პირველკასელებს სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საზეიმოდ შევხვდით. მშობლებთან ერთად გავაცანით ახალი მასწავლებლები და […]
ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

2023-2024 სასწავლო წელი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 4 სექტემბერს დაიწყო. წინ კიდევ ერთი, სიახლეებითა და თავგადასავლებით დატვირთული წელი გველის!
მე-12 კლასის გრანდიოზული გამოსაშვები ცერემონია

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის საგნის, გლობალური პოლიტიკის მოსწავლეები საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის ნატოს საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ. მოსწავლეებმა თავიანთი ინდივიდუალური პროექტები დარგის ექსპერტებთან განიხილეს, მოისმინეს მათი შეფასებები და კომენტარები. მადლობას ვუხდით ცენტრს, აკადემიაში გლობალური პოლიტიკური კვლევების მხარდაჭერისა და მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის ხელშეწყობისთვის.
IB DP სადიპლომო პროგრამა

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის საგნის, გლობალური პოლიტიკის მოსწავლეები საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის ნატოს საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ. მოსწავლეებმა თავიანთი ინდივიდუალური პროექტები დარგის ექსპერტებთან განიხილეს, მოისმინეს მათი შეფასებები და კომენტარები. მადლობას ვუხდით ცენტრს, აკადემიაში გლობალური პოლიტიკური კვლევების მხარდაჭერისა და მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის ხელშეწყობისთვის.
სკოლამდელი განათლების ცენტრის გამოშვების ცერემონია

Ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სკოლამდელი განათლების ცენტრის მოსწავლეების გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. Საფეხურის ხელმძღვანელმა, ბატონმა თემომ ჩვენს პატარებსა და მათ მშობლებს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება, ახალ აკადემიურ საფეხურზე გადასვლა და წარმატება უსურვა მათ შემდგომ ეტაპებზე. Მოსწავლეებს გადაეცათ საფეხურის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები. Ცერემონია საზეიმოდ წარიმართა მოსწავლეების მიერ მომზადებული სიმღერისა და ქუდების აყრის ფონზე.
Disney’s Aladdin Jr

2023 წლის Junior Theater Festival-ში, ბრიტანულ-ქართული აკადემიის თეატრალურმა დასმა, წელს მესამედ, ახალი ლიცენზირებული სპექტაკლით, Aladdin Jr.-ით მიიღო მონაწილეობა. ამ საერთაშორისო ფესტივალს Broadway Jr.-ი დიდ ბრიტანეთში, ბირმინჰემში ყოველწლიურად მართავს. ჩვენი წლევანდელი ვიზიტი კი ნამდვილად იყო დასამახსოვრებელი – იგი უდიდესი წარმატებით დასრულდა! ბრიტანულ-ქართული აკადემიის დასმა ბროდვეის მსახიობების მიერ დაკომპლექტებული ჟიურის 4 ნომინაციიდან ერთ-ერთი, “Achievement in Ensemble”-ის ჯილდო […]