IB გამოცდების შედეგები

ამ ზაფხულს ჩვენი IB სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულების პირველმა ნაკადმა ჩააბარა გამოცდები. სიამაყით გიზიარებთ შედეგებს: სკოლის საშუალო ქულა: 33 (საშუალო ქულა მსოფლიოში 30) გამოცდების გადალახვის მაჩვენებელი სკოლისათვის: 96% (მსოფლიო მაჩვენებელი — 80%) ეს შედეგები გვარწმუნებს, რომ მიუხედავად IB სადიპლომო პროგრამის მკაცრი მოთხოვნებისა, ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად შეუძლიათ თავის წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ კურსდამთავრებულების ძალისხმევა, რომელთაც […]
Matilda The Musical Jr.

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მუსიკის საერთაშორისო თეატრისაგან ახალი მიუზიკლის დადგმის ლიცენზია მოიპოვა: Matilda The Musical Jr როალდ დალის გახმაურებულ საბავშვო წიგნზეა დაფუძნებული და სრულმეტრაჟიანი მიუზიკლის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს. Matilda the Musical Jr მოგვითხრობს არაჩვეულებრივ გოგონაზე, რომელიც გამორჩეული გონებისა და საოცარი წამოსახვის უნარით ახერხებს, საკუთარი ბედისწერა შეცვალოს. მიუზიკლის პრემიერა West End-ის თეატრებში 2011 წელს, ბროდვეიზე კი — 2013 […]
Lions Literary Magazine – ციფრული გამოცემის პირველი ნომერი

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა ციფრული ჟურნალი გამოსცეს. Lions Literary Magazine ახალი პლატფორმაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ფართო საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები პროზაში, პოეზიაში, ფოტოგრაფიასა თუ ვიზუალურ ხელოვნებაში. მთავარი რედაქტორის, მარიამ ცეცხლაძის თქმით, გამოცემის მიზანია, ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი თავი და შემოქმედებითი მისწრაფებები გამოხატონ. “გულწრფელ […]
INSET: პროფესიული განვითარების დღეები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ცოტა ხნის წინ ყოველწლიური INSET (სამსახურში განათლებისა და ტრენინგის) დღეები დაასრულა. INSET, რომელსაც ხშირად უწოდებენ პერსონალის განვითარებას ან უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ეფექტური განათლების ფუნდამენტური კომპონენტია. INSET-ის ფარგლებში ჩატარებული პროფესიული განვითარების სემინარების მიზანია, მასწავლებლები უახლესი სასწავლო მიდგომების შესახებ ცოდნით აღჭურვოს და ხელი შეუწყოს სკოლის აკადემიურ განვითარებას. 2024-25 აკადემიური წლის INSET თემების ფართო სპექტრს მოიცავდა, […]
მე-12 კლასის საზეიმო გამოსაშვები ცერემონია

21 ივნისს მე-12 კლასელების სასკოლო ცხოვრების დასრულება დიდი ღონისძიებით აღვნიშნეთ, რომელსაც 38 კურსდამთავრებული და 250-მდე სტუმარი ესწრებოდა. სტუდენტებმა და მშობლებმა მადლიერება გამოხატეს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გატარებული დროისათვის, ხოლო BGA-ის თანამშრომლებმა ხაზი გაუსვეს კურსდამთავრებულებთა მიღწევებს და კეთილი სურვილებით გააცილეს ისინი ცხოვრების ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე. BGA-ის სასკოლო საზოგადოება გულწრფელად ულოცავს 2024 წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს მათ ყოველივე საუკეთესოს […]
ბრიტანულ-ქართული აკადემია დასაქმების ფესტივალზე

HR hub–ის ორგანიზებით 14 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბრიტანულ-ქართული აკადემიაც იყო წარმოდგენილი. კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, სამსახურის მაძიებლებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ კომპანიების წარმომადგენლებს და მათგან მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიებისა თუ კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში არსებულ ღია პოზიციებს და გასაუბრებოდნენ ჩვენი […]
მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთიდან აღტაცებულები დაბრუნდნენ. მოსწავლეებმა გაიარეს გრიგოლ ხანძთელის განვლილი გზა და მოინახულეს უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. მოსწავლეებს მეგზურობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალიშვილი უწევდა მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იშხნის ტაძარმა და მდინარე პარხლის ხეობამ.
საზაფხულო ბანაკი 2024

ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სამი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე ინგლისურ ენაზე წარიმართება. საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 550 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, ლანჩი, სამხარი და […]
სტუდენტური კონფერენცია Global Political Challenges 2024

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ 27-28 მაისს სტუდენტურ კონფერენციას, Global Political Challenges 2024-ს უმასპინძლა. კონფერენცია არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღმოჩნდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის სტუდენტებისათვის, ერთად ემსჯელათ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას. წელს კონფერენციის მთავარი თემები გარემოსდაცვითი საკითხები და სიღარიბე იყო. გაიმართა ასევე დებატების ორი სესია: “არის თუ არა სიღარიბე მთავარი ბარიერი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”, “არის თუ არა […]
პრაქტიკული სესია მასწავლებლებისთვის

21 მაისს დაწყებითი საფეხურისა და სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებლები დაესწრნენ პრაქტიკულ სესიას — Talk for Writing, რომელსაც თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის წიგნიერების კოორდინატორი საიმონ რუნი უძღვებოდა. სესიაზე ყურადღება გამახვილებული იყო საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მიდგომაზე Talk For Writing მოსწავლეებში წიგნიერების გასაუმჯობესებლად. წერითი უნარებისათვის საფუძვლის ჩაყრა საუბრის გზით საუბარი წერისთვის მიდგომის თანახმად, იმისთვის, რომ ბავშვმა წეროს, ჯერ […]