ბრიტანულ-ქართული აკადემიის მისიაა ნდობაზე, პატივისცემასა და ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებულ გარემოში აღზარდოს ცნობისმოყვარე, მცოდნე, მზრუნველი და ემოციური ინტელექტის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეძლებენ პრობლემების გადაჭრას, ეფექტურად ადაპტირდებიან მუდმივად განვითარებად გლობალურ სამყაროში, რათა თავიანთი პოზიტიური წვლილი შეიტანონ მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში.
ბრიტანულ-ქართული აკადემია ლოკალური და გლობალური ფასეულობების შენარჩუნებით პასუხობს მაღალი სტანდარტის საერთაშორისო მოთხოვნებს; ხელს უწყობს მოსწავლეებს ინტერკულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში და ეხმარება მათ, გახდნენ უფრო აქტიურები, ჰქონდეთ მოტივაცია და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიისწრაფოდნენ თვითგანვითარებისკენ.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩვენ გვჯერა, რომ:
ჩვენი მიზანია, მოსწავლეები აღვჭურვოთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებით, რომელიც დაეხმარება მათ სწავლის მომდევნო საფეხურებზე წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში.
ჩვენ ვესწრავფით სრულყოფილებას როგორც საკლასო ოთახში, ისე მის გარეთ და მოსწავლეებს ვუვითარებთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა, თავმდაბლობა და სიკეთე.
მაკა ბარამიძე