სკოლამდელი განათლება
სკოლამდელი განათლების საფეხურზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, ბავშვებისთვის უზრუნველვყოთ მყუდრო და კომფორტული გარემო, სადაც სწავლა სახალისოა. სხვადასხვა შემეცნებითი-გასართობი თამაშის მეშვეობით, მოსწავლეებს უვითარდებათ ცნობისმოყვარეობა და უყალიბდებათ შეხედულებები სამყაროს მიმართ. უმნიშვნელოვანესია, რომ ადრეული ასაკიდანვე მოხდეს ბავშვებში თავდაჯერებულობის განმტკიცება, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენისა და დამოუკიდებლობის გაღვივება. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი შვილის როგორც სოციალური და ემოციური უნარების, ისე მათი შემეცნებითი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.
სკოლამდელი განათლების პროგრამა ეფუძნება ადრეული ასაკის საერთაშორისო კურიკულუმს, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა საგანთან დაკავშირებული თემატური ერთეულები. თითოეული თემატური ერთეული მიმართულია ბავშვების ცნობისმოყვარეობისა და ფანტაზიის გაღვივებისკენ.
კვლევისა და თამაშის პრინციპებზე დაფუძნებული აქტივობები სწავლის პროცესს საინტერესოსა და სახალისოს ხდის; ბავშვებს უღვივებს ცნობისმოყვარეობასა და შემეცნებით ინტერესს. ყურადღება მახვილდება ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობაზე, რაც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
ბაღში მოსწავლეები მიიღებიან 3 წლიდან, ხოლო 5 წლიდან სწავლას იწყებენ 0 კლასში, რაც დაწყებითი საფეხურის პირველი ეტაპია.