შეხვედრა 2024 წლის კურსდამთავრებულებთან

  • კალენდარი
  • შეხვედრა 2024 წლის კურსდამთავრებულებთან


    ბრიტანულ-ქართული აკადემიის 2024 წლის კურსდამთავრებულებმა მეთერთმეტეკლასელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და საუნივერსიტეტო გზასთან დაკავშირებით რჩევები მისცეს.

    ჩვენმა 2024 წლის კურსდამთავრებულებმა ისეთი უნივერსიტეტებისგან მიიღეს მოწვევის წერილები და დაფინანსება, როგორებიცაა: Aalto University (ფინეთი), Bocconi University (იტალია), American University of Paris (საფრანგეთი), Constructor University (გერმანია), Drexel University (აშშ), Amherst College (აშშ) და Illinois Institute of Technology (აშშ).

    შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა ხაზი გაუსვეს შრომისმოყვარეობისა და მონდომების მნიშვნელობას და მოსწავლეებს ურჩიეს, დეტალურად გამოიკვლიონ შესაძლებლობები, რომელთაც მათ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტები სთავაზობენ.

    This site is registered on wpml.org as a development site.