ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი
ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი
ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიების მიხედვით კონტენტგეგმის შემუშავება და აღსრულება (Instagram, Facebook, Linkedin, Youtube);
- ბრიტანულ-ქართული აკადემიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, Youtube, LinkedIn მართვა): კონტენტის შერჩევა და განთავსება;
- კოლაბორაცია დიზაინერთან და ფროდაქშენ გუნდთან მაღალი ხარისხის კონტენტის შესაქმნელად (ნიუსლეთერები, ვიდეოები, სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მასალები);
- ციფრული კამპანიების მართვა (Google Ads, Meta Ads), ოპტიმიზება, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
- შემოსულ წერილებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება, გამომწერებთან თანმიმდევრული კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბრენდის ტონის გათვალისწინებით;
- მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად ტექსტური მასალების მომზადება (ქოფირაითინგი) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ვიდეო კონტენტისათვის სცენარებზე მუშაობა;
- ციფრულ/სოციალურ არხებში ახალი მიდგომების, ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება – სასურველია მარკეტინგში ან მომიჯნავე სფეროში;
- ციფრულ მარკეტერად ან კონტენტ მენეჯერად მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება;
- Google Ads, Google Analytics, Meta Business Suite & AD Manager, LinkedIn Campaign Manager, SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება;
- Google Workspace-ის საფუძვლიანი ცოდნა (Docs, Sheets, Slides), CMS პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., WordPress, Drupal);
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში;
- Adobe Creative Suite-ის, Canva-ს ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენების საფუძვლიანი ცოდნა;
- სტრატეგიული აზროვნება, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბერს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.