• კალენდარი
  • IB გამოცდების შედეგები

    ამ ზაფხულს ჩვენი IB სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულების პირველმა ნაკადმა ჩააბარა გამოცდები. სიამაყით გიზიარებთ შედეგებს:

    სკოლის საშუალო ქულა: 33 (საშუალო ქულა მსოფლიოში 30)
    გამოცდების გადალახვის მაჩვენებელი სკოლისათვის: 96% (მსოფლიო მაჩვენებელი — 80%)

    ეს შედეგები გვარწმუნებს, რომ მიუხედავად IB სადიპლომო პროგრამის მკაცრი მოთხოვნებისა, ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად შეუძლიათ თავის წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ კურსდამთავრებულების ძალისხმევა, რომელთაც მაქსიმალური 45 ქულიდან 40 და 41 ქულები მიიღეს, რასაც მსოფლიოს მასშტაბით IB სტუდენტების მხოლოდ 10% ახერხებს. IB გამოცდებში მონაწილეობის პირველივე წელს ასეთი შედეგების მიღება გვარწმუნებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

    This site is registered on wpml.org as a development site.