ადმინისტრაციული ასისტენტი (მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტი)

  • კალენდარი
  • vacancy image
    ადმინისტრაციული ასისტენტი (მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტი)
    Full-time
    Tbilisi
    Leo Kvatchadze 17
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon Deadline: 23.12.2024
    ადმინისტრაციული ასისტენტი (მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტი)

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრაციული ასისტენტის (მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტი) პოზიციაზე.

    პროფესიული მოვალეობები:

    • საქმის წარმოება და სწორად წარმართვის უზრუნველყოფა; 
    • ოფიციალური კორესპონდენციის (ცნობები, წერილები, ბრძანებები) და სხვადასხვა ხელშეკრულებების მომზადება;
    • Eschool-ის – განათლების სამინისტროს სასკოლო მონაცემთა სისტემის მართვა;
    • მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება და მართვა;
    • მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტის ოფიცალური ელ.ფოსტის მართვა (მშობლებისა და პერსონალის წერილებზე პასუხი ან/და შესაბამის ადრესატთან გადამისამართება);
    • სკოლის აკადემიურ თუ ტექნიკურ დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
    • სკოლით დაინტერესებულ მშობლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეხვედრების დანიშვნა; 
    • მოსწავლეთა მიღების დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
    • ინგლისური ენის ცოდნა (C-1);
    • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
    • დეტალებზე ორიენტირებულობა;
    • ორგანიზებულობა;
    • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
    • გუნდურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბერს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ადმინისტრაციული ასისტენტი (მოსწავლეთა მიღებისის დეპარტამენტი) გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის  შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

    ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის” ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

    დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშავოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის.

    თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon ვადა: 23.12.2024
    This site is registered on wpml.org as a development site.