Matilda The Musical Jr.

  • კალენდარი
  • BGA-ის დასის ახალი მიუზიკლი Matilda The Musical Jr. იქნება

    ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მუსიკის საერთაშორისო თეატრისაგან ახალი მიუზიკლის დადგმის ლიცენზია მოიპოვა: Matilda The Musical Jr როალდ დალის გახმაურებულ საბავშვო წიგნზეა დაფუძნებული და სრულმეტრაჟიანი მიუზიკლის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს. Matilda the Musical Jr მოგვითხრობს არაჩვეულებრივ გოგონაზე, რომელიც გამორჩეული გონებისა და საოცარი წამოსახვის უნარით ახერხებს, საკუთარი ბედისწერა შეცვალოს. 

    მიუზიკლის პრემიერა West End-ის თეატრებში 2011 წელს, ბროდვეიზე კი — 2013 წელს შედგა. მიუზიკლს მოპოვებული აქვს 7 ოლივიეს ჯილდო (ლონდონის თეატრის საზოგადოების ჯილდო ლონდონის პროფესიულ თეატრში წარმატებისათვის) და 5 ტონი (ამერიკული თეატრის ფრთის ჯილდო ბროდვეის ლიგაში წარმატებისათვის), მათ შორის ტონი “საუკეთესო სცენარისათვის”. 

    როალდ დალის Matilda The Musical Jr-ის ყველა მასალა მოწოდებულია მსოფლიოში თეატრალური ლიცენზირების წამყვანი სააგენტოს, Music Theatre International-ის მიერ. MTI ბროდვეის მიუზიკლების უდიდეს არჩევანს სთავაზობს მთელ მსოფლიოში არსებულ დასებს და მუსიკალური თეატრის, როგორც ცოცხალი ჟანრის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. 

    ეს პირველი შემთხვევაა, როცა მატილდას მიუზიკლის დადგმის უფლება ბრიტანეთს გარეთ არსებულმა სასკოლო თეატრმა მოიპოვა. ბრიტანულ-ქართული აკადემიის დასს MTI-სთან თანამშრომლობით არაერთი წარმატებული თეატრალური პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის: Aladdin Jr, Alice in Wonderland Jr, Peter Pan Jr, High School Musical Jr, Aladdin Kids და Seussical Jr. 

    შესარჩევი ტურები მოსწავლეებისათვის სექტემბერშია დაგეგმილი, ახალი მიუზიკლის პრემიერა კი 2025 წლის ივნისში შედგება. 

    This site is registered on wpml.org as a development site.