Lions Literary Magazine – ციფრული გამოცემის პირველი ნომერი
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა ციფრული ჟურნალი გამოსცეს. Lions Literary Magazine ახალი პლატფორმაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ფართო საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები პროზაში, პოეზიაში, ფოტოგრაფიასა თუ ვიზუალურ ხელოვნებაში.
მთავარი რედაქტორის, მარიამ ცეცხლაძის თქმით, გამოცემის მიზანია, ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი თავი და შემოქმედებითი მისწრაფებები გამოხატონ.
“გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, ვინც საკუთარი ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მოგვაწოდა, ასევე მასწავლებლებს, რომელთა მხარდაჭერამაც Lions Literary Magazine-ის გამოქვეყნება შესაძლებელი გახადა”, — ნათქვამია რედაქტორის წერილში.
პირველ ნომერში წარმოდგენილია ორივე სკოლის მოსწავლეების ჩანახატები, ლიტერატურული ნაშრომები, ფოტოები და ილუსტრაციები. ჟურნალი ორენოვანია.
გაიცანით გუნდი, რომელმაც პირველ ნომერზე იმუშავა:
- მთავარი რედაქტორი: მარიამ ცეცხლაძე
- რედაქტორები: მარიამ მასურაშვილი, ხატია ქოციტაშვილი
- დიზაინერი: ნიკლას ქავთარაძე
- ფაკულტეტის წარმომადგენლები: ლალი გელაშვილი, ინდია მადისეტი
გირჩევთ, რომ წაიკითხოთ Desktop ვერსია