ჩვენი გარემო და რესურსები
ჩვენი თანამედროვე კამპუსი, რომელიც 15,000 კვ/მ-ზეა განთავსებული, ქალაქ თბილისის თავზე, ლისის ტბის მახლობლად მდებარეობს. აკადემიის შენობის პროექტირებისას, გათვალისწინებულ იქნა არქიტექტურული გეგმარების მოდერნული ელემენტები, რაც სწავლისა და სწავლების პროცესის ინოვაციური მეთოდოლოგიით წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.
საგანმანათლებლო სივრცეები
აკადემიურ კორპუსში, შიდა ეზოს ირგვლივ, განლაგებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ფართო საკლასო ოთახები, რომლებიც სწავლისა და სწავლებისთვის დინამიკურ გარემოს ქმნის. შენობის პერიმეტრზე მდებარე სპეციალური სივრცეები მოსწავლეებს ხელს უწყობს ჯგუფურ, სპონტანურ და შემოქმედებით მუშაობაში. ასეთი სივრცეები გახლავთ: სამეცნიერო ლაბორატორიები, ტექნოლოგიური მეცნიერებისა და ხელოვნების ოთახები, მრავალფუნქციური აინშტაინის სივრცეები, რომლებიც სპეციალურადაა დაპროექტებული როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სამუშაოებისთვის. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა, რომელსაც განეკუთვნება პორტაბელური და სტაციონარული კომპიუტერები, პლანშეტები, ინტერაქტიური ეკრანის მქონე დაფები და პროექტორები, უზრუნველყოფს მოსწავლეების მრავალფეროვან გამოცდილებას ტექნოლოგიური მეცნიერებების განხრით.
სივრცითი ჰოლი, დერეფნები და ადმინისტრაციული კორპუსის სხვა არაფორმალური სივრცეები, მოსწავლეებს, მშობლებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის სოციალიზაციის ძალზედ კომფორტულ საშუალებას იძლევა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის არაჩვეულებრივი გარემოა წიგნებისა და სასწავლო რესურსების მოსაძიებლად, აკადემიურ ელექტრონულ რესურსებზე სამუშაოდ, მშვიდ გარემოში კითხვისთვისა და სწავლისთვის, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პროექტებზე სამუშაოდ.
მოსწავლეებსა და პერსონალს საშუალება აქვთ, კაფეტერიის მშვიდ გარემოში, საიდანაც ლისის ტბაზე და ირგვლივ მდებარე მთებზე იშლება პანორამული ხედი, ისიამოვნონ საკვებით.
სპორტული და რეკრეაციული სივრცეები
ფართო მასშტაბის სპორტული და მწვანე საფარით გამდიდრებული სივრცეები, რომელშიც ერთიანდება საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, მრავალფუნქციური კალათბურთის, ჩოგბურთის, ხელბურთის, ყველა სეზონზე მორგებული ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და რაგბის ღია მოედნები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების და მოსწავლეებს შორის გუნდურობის და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის.
ღია ცის ქვეშ მდებარე სხვადასხვა ინტერაქტიული სივრცე და სათამაშო მოედნები შემოქმედებითი აზროვნებისთვის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა. აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულია დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის მანქანები, თითოეული საფეხურის მოსწავლისთვის – ბატუტები, როლიკებისთვისა და ციგურებისთვის განკუთვნილი მოედნები, ასევე სივრცეები წყლისა და ქვიშის აქტივობებისთვის.
ლისის ტბაზე ხელმისაწვდომობა არაჩვეულებრივი საშუალება გახლავთ სკოლისთვის სპორტული აქტივობებისა და საველე სასწავლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.