• კალენდარი
  • INSET: პროფესიული განვითარების დღეები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

    ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ცოტა ხნის წინ ყოველწლიური INSET (სამსახურში განათლებისა და ტრენინგის) დღეები დაასრულა. INSET, რომელსაც ხშირად უწოდებენ პერსონალის განვითარებას ან უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ეფექტური განათლების ფუნდამენტური კომპონენტია. INSET-ის ფარგლებში ჩატარებული პროფესიული განვითარების სემინარების მიზანია, მასწავლებლები უახლესი სასწავლო მიდგომების შესახებ ცოდნით აღჭურვოს და ხელი შეუწყოს სკოლის აკადემიურ განვითარებას.


    2024-25 აკადემიური წლის INSET თემების ფართო სპექტრს მოიცავდა, მათ შორის: ახალი აკადემიური დირექტორის, მაკა ბარამიძის ხედვის გაზიარებას, ახალი მასწავლებლებისთვის ბრიტანულ-ქართული აკადემიის მუშაობის სტილის, ღირებულებებისა და პროტოკოლების გაცნობას, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეებისათვის ინდივიდუალიზებული მიდგომების შეჯერებასა და საკლასო ოთახის მოწყობისა და რთული ქცევის მართვის შესახებ ტრენინგებს.

    ბრიტანულ-ქართული აკადემია მუდმივად ნერგავს და ავითარებს ინოვაციების კულტურას, რაც, როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება

    This site is registered on wpml.org as a development site.