დირექტორის წერილი

  • კალენდარი
  • დირექტორის წერილი

    ჩემთვის, როგორც ამ უნიკალური სკოლის დირექტორისათვის, დიდი პატივია, გაგაცნოთ ბრიტანულ-ქართული აკადემია. ბრიტანულ-ქართული აკადემია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას. ჩვენი სასკოლო კულტურა გაჯერებულია სწავლის სიყვარულით, ორიენტირებულია აკადემიურ მიღწევებზე და ერთდროულად ეფუძნება ბრიტანულ და ქართულ ღირებულებებს. ერთიანობის იდეის გარშემო გაერთიანებული ბრწყინვალე სასკოლო საზოგადოება არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის შემოქმედებითობისა და ინოვაციისათვის. 

    ჩვენს მოსწავლეებს მაღალი აკადემიური შედეგები აქვთ. ისინი მუდმივად ახერხებენ, იმედები გაგვიმართლონ, მოტივაციის წყაროს კი ერთმანეთისა თუ მასწავლებლების მხარდამჭერ დამოკიდებულებაში პოულობენ. ჩვენთან გატარებული წლების მანძილზე მოსწავლეები გლობალურ მოქალაქეებად ყალიბდებიან და იძენენ თვისებებს, რომლებიც მომავალში სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად დასჭირდებათ. 

    ჩვენ ვესწრაფვით ბრწყინვალე ხარისხს როგორც საკლასო ოთახში, ისე მის მიღმა და მხარს ვუჭერთ ჩვენს მოსწავლეებს ცნობისმოყვარე, შეუპოვარ, დამოუკიდებელ, თავმდაბალ და კეთილ ადამიანებად ფორმირებაში. ჩვენი სასკოლო საზოგადოება, რომელიც თავდადებული მასწავლებლებისაგან, აქტიური მშობლებისა და გამოცდილი ლიდერების გუნდისაგან შედგება, მხარდამხარ მუშაობს, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა გამოწვევებით სავსე სასწავლო გზა განვითარებაზე ორიენტირებულ და შემოქმედებით გარემოში განვლონ.

    პატივისცემით,

    მაკა ბარამიძე
    აკადემიური დირექტორი

    This site is registered on wpml.org as a development site.