გააზიარე:

მოსწავლეთა IV საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმი

მოსწავლეთა IV საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმი

ყურადღება! იწყება მოსწავლეთა IV საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია!

ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) იწვევს 14+ წლის მოსწავლეებს საკუთარი იდეების, კვლევებისა და შემოქმედების წარსადგენად!

გაინტერესებს მეცნიერება, ტექნოლოგიები ან ხელოვნება? ეს შენი შანსია!

სიმპოზიუმის მიმართულებები:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • გამოყენებითი და თეორიული მეცნიერებები;
  • მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერები;
  • შემოქმედებითი წერა და სახვითი ხელოვნება.

შემოქმედებითი ნაშრომის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ 10 გვერდიანი მხატვრული ტექსტი, აბზაცებს შორის 1-იანი გამოტოვებით (single-spaced), ან 3-6 საკუთარი ლექსი ერთ კონკრეტულ თემაზე.

სახვითი ხელოვნებით დაინტერესების შემთხვევაში, მივიღებთ 3-6 ნამუშევარს. ასევე, ნაშრომებს დაურთეთ წერილი (თეზისის ნაცვლად), რომელშიც განხილული იქნება, რამ იქონია გავლენა თქვენს შემოქმედებაზე.

მნიშვნელოვანი თარიღები

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2026

შერჩეული მონაწილეების გამოვლენა: 2 ნოემბერი, 2026

ღონისძიების თარიღი: 27 ნოემბერი, 2026

ადგილი: BGA-BIST კამპუსი (ლ. კვაჭაძის 17, ლისის ტბის მიმდებარედ)

სიმპოზიუმი ტარდება ინგლისურ ენაზე.

დარეგისტრირდი ბმულზე:
https://forms.gle/KHWbtSLsDPM3VHs37

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: symposium@bga.ge | tatia.oboladze@bga.ge