წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

  • კალენდარი
  • წარმატება ბირმინჰემის ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ერთობლივი დასი ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალიდან შინ მთავარი ჯილდოთი დაბრუნდა.

    ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი მუსიკის საერთაშორისო თეატრის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. თითოეული დასი მუსიკალური თეატრის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე Broadway Junior®️-ის რომელიმე მიუზიკლიდან 15-წუთიან პერფორმანსს წარადგენს. ჩვენმა დასმა არჩევანი High School Musical Jr-ზე შეაჩერა.

    უკვე მესამე წელია, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის მონაწილეები არიან. შარშან ფესტივალის ერთ-ერთ ნომინაციაში, ანსამბლის კატეგორიაში გავიმარჯვეთ, წელს კი მთავარი ჯილდო Overall outstanding Production დავიმსახურეთ.

    წარმოდგენაზე ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელმა მაგდა პაპიაშვილმა და რეჟისორმა ნუცა მჭედლიშვილმა იმუშავეს.

    მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ ბროდვეის პროფესიონალების ვორკშოპებს, დაეხვეწათ სამსახიობო, ქორეოგრაფიული და ვოკალური უნარები და გაეცნოთ მიუზიკლებზე მათსავით შეყვარებული სხვა ახალგაზრდა შემსრულებლები.

    დასი წარუშლელი შთაბეჭდილებით დაუბრუნდა სკოლას, ფესტივალი კი მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა.

    This site is registered on wpml.org as a development site.