გააზიარე:

ეკრანდამოკიდებულების გავლენები სწავლა-სწავლების პროცესზე

ეკრანები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ამ კუთხით არც ბავშვები წარმოადგენენ გამონაკლისს. 2020 წლის მონაცემებით 5-111 წლის ბავშვების 80% იყენებს ტაბლეტს, 63% კი — მობილურ ტელეფონს. ბავშვების 65% ინტერნეტს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებად იყენებს, 48% — სათამაშოდ, ხოლო 45%— საგანმანათლებლო საჭიროებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომას თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა ეკრანთან ზედმეტად დიდი დროის გატარებას შეიძლება მოჰყვეს ძილის დარღვევა, აკადემიური შედეგების დაქვეითება და კოგნიტური ზიანი. 

ამ თემაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მშობლებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთევან სილაგაძე ესაუბრა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ და კონკრეტული რჩევები მიეღოთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.