ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეებზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა, აკადემიური გუნდი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
ღონისძიება მოიცავს:
- აკადემიურ დირექტორთან და მიღების გუნდთან შეხვედრას.
- სკოლის ინოვაციური და თანამედროვე კამპუსის დათვალიერებას.
- დეტალური ინფორმაციის მიღებას საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
ღია კარის დღეების თარიღები და საფეხურები:
1 მაისი | დაწყებითი საფეხურის ღია კარის დღე 11:00 – 13:00 საათი
- გაეცანით დაწყებითი საფეხურის ორენოვან საერთაშორისო პროგრამებს:
- ბაღი (3-4 წელი)
- 0 კლასი (5 წელი)
- 1-5 კლასები (6-10 წელი)
2 მაისი | საბაზო და საშუალო საფეხურის ღია კარის დღე (6-12 კლასები) 11:00 – 13:00 საათი
- მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამისა და IB სადიპლომო პროგრამის შესახებ.
რეგისტრაცია
გაიარეთ რეგისტრაცია ღია კარის დღეზე დასასწრებად ბმულზე: https://forms.gle/uesK5DptJUKQHZ1B7
არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ უფრო ახლოს გაეცნოთ ჩვენს სკოლას და გახდეთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების წევრი!
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@bga.ge