ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსწავლეებს ყველანაირი საჭირო ცოდნა მივაწოდოთ იმისთვის, რომ სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ სწავლის გასაგრძელებლად. ამის გამო, ხშირად ვატარებთ სხვადასხვა უნივერსიტეტთან საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც მოსწავლეებისთვის სასურველ სასწავლებლებს ვიწვევთ.
ამჯერად, Science Po-ს უნივერსიტეტის წარმომადგენელი გვყავდა სტუმრად. მათი ვიზიტი განსაკუთერებით საინტერესო იყო მოსწავლეთათვის უნივერსიტეტის რეპუტაციისა და განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო – გარდა იმისა, რომ ეს საჯარო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საფრანგეთში, ისინი დუალ პროჰგრამებს აწარმოებენ ბერკლისთან.
უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ბოლოს კი მათ კითხვებს უპასუხა.


