გააზიარე:

მალე -Disney-ის High School Musical Jr!

ვიწყებთ მუშაობას ბროდვეის მორიგ ლიცენზირებულ მიუზიკლზე. ამჯერად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დასმა არჩევანი დისნეის საკმაოდ გახმაურებულ შოუზე, High School Musical Jr.-ზე შეაჩერა.

ამაღელვებელი კასტინგების შემდეგ, მთავარი პერსონაჟების, ტროის, გაბრიელას, შარპეისა და რაიანის შემსრულებლების ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი და რეპეტიციებიც დაიწყება. 

ამ განსხვავებული ფორმატის სცენარში, მოსწავლეები ფაქტობრივად თავიანთ თავებს ითამაშებენ და ამერიკული “High School”-ის ყოველდღიურობას გააცოცხლებენ დიდ სცენაზე.

მუსიკალურ თავგადასავლებს 15 და 16 ივნისს, შევაჯამებთ.